მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:6

5. მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი გჳსწავიან, არა ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვძრწოდით მისგან, არამედ რაჲთა ვიხარებდეთ და მხიარულ ვიყვნეთ, რამეთუ დაუტევებთ განხრწნადსა ამას ცხორებასა და ფრიად უაღრესისა მიმართ და უმჯობესისა მივიცვალებით, რომელსაცა ქრისტე გუასწავებს საქმით, რამეთუ არა იძულებით, არამედ ნეფსით მივალს ვნებად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდეს თავადი და მოწაფენი მისნი. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შევიდა მუნ მოწაფეთა მისთა თანა“ (18,1-2).

თ ა რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად, რეცა თუ რისხვით თავსა თჳსსა შორის, მოვიდა საფლავად“ (11,38).:

...იტყჳს მისთჳს, ამისთჳს აქა ფრიადი სიმდაბლჱ აჩუენა, რამეთუ არცა სიკუდილისათჳს თქუა, ვითარცა სხუათა, ვითარმედ: „შეურვებულ იყო“, ; არამედ უფროჲსად წინააღმდგომი თქუა, ვითარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“, და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა მოასწავებს მისსა კაცებისა ბუნებასა, ხოლო ესე - გლოვისაგან. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ჩუენისა ბუნებისაჲ იყო, ვი-თარმცა შეპყრობილ იქმნა გლოვისა მიერ ერთ და ორგზისცა? ხოლო ჰურიათა მათ, რომელნი აბრალობდეს მას, არარაჲ ჰრქუა; რამეთუ რად საჴმარ იყვნეს სიტყუანი ესე, ვინაჲთგან საქმით ეგულებოდა ქმნაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღიღეთ ლოდი იგი“ (11,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს შორით არა მოუწოდა მას და წარმოადგინა, ანუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა ჴელ-ეწიფებოდა ჰურიასტანს სლვად, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი მოკლვად“ (7,1).:

...იფებოდა ჰურიასტანს სლვად, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი მოკლვად“ (7,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო იოვანე? არა ჴელ-ეწიფებოდაა ამას, რომელსა ძალ-ედვა ყოველივე, რაჲცა ენება, ქმნად? რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი მართლუკუნ. რომელი მრავალგზის არნ მათ შორის, და ვერ ხედვიდიან, ამას ვერ ჴელ-ეწიფებოდაა? და ვითარ უკუანაჲსკნელცა შორის მათსა განვლო შორის ტაძარსა, რაჟამს კრებაჲ იყო, და მკლველნი იგი მუნ იყვნეს? და ფიცხელთა სიტყუათა ეტყოდა, ვიდრეღა მათცა უკჳრდა, ვითარმედ: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა კადნიერებით ეტყჳს მათ, და არარას ეტყჳან მას“. რანი არიან უკუე იგავნი ესე? გარნა არა იგავნი არიან. ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ვიტყჳ, თუ ღმრთეებისაცა საქმეთა აჩუენებდა და კაცებისათაცა; და რაჟამს თქუას, თუ: „ჴელმწიფებაჲ არა აქუნდა“, ვითარცა კაცისათჳს იტყჳს და კაცობრივთა მათ საქმეთა მოქმედისა, ხოლო ოდეს იტყოდის, თუ: შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, მაშინ ღმრთეებისა მისისა საქმეთა გჳჩუენებს და ძალსა მას მისსა. რამეთუ ჭამაცა, ვი-თარცა კაცმან, და იყო ღმერთი, და ორივე ჭეშმარიტებით აქუნდა: ღმრ...

სრულად ნახვა