მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 21:2

1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:2. იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.3. ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21
2. იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად (1,1).:

...ის თავადისაჲ სასწაულთა საქმე სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა, ეგრეთვე ჩუენთა მოძღურებისა სიტყუათა უჴმს, რაჲთა სარწმუნო იყვნენ საქმეთა მიერ სათნოებისათა. ხოლო საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს, ვითარ იოვანე იტყჳს სიმრავლისათჳს სასწაულთაჲსა, ვითარმედ: "უკუეთუმცა თითოეულად აღიწერებოდეს, არცაღამცა სოფელმან დაიტია აღწერილი წიგნები" (), ხოლო აქა ლუკა იტყჳს სიტყჳსა ყოფასა ყოველთათჳს, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად, არამედ ერთ-ჴმა არიან ორნივე ესე მახარებელნი, რამეთუ ლუკა განგებულებისა ქრისტესისა საქმეთა უნაკლულოებასა იტყჳს ყოვლისავე აღწერად, ვითარმედ სრულ და არარაჲთ ნაკლულევან არს მისი იგი სახარებაჲ, ხარებითგან ვიდრე ამაღლებადმდე ყოველთავე განგებულებათა ქრისტეს ჴორცთშესხმისათა მომთხრობელად, ხოლო იოვანე სიმრავლისათჳს სასწაულთაჲსა იტყჳს, ვითარმედ: ყოველთავე მათ აღწერასა ვერ დაიტევს სოფელი, რამეთუ ამას სხუანიცა მახარებელნი ესრეთვე ჰყოფენ. და რაჟამს თქჳან, ვითარმედ "მრავალნი განკურნნა თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი", ამას ცხად ჰყოფენ, ვითარმედ არა კაცად-კაცადისა ყოვლისა, არამედ მცირედთა ვიეთმე ზედა აღსრულებულნი სასწაულნი აღუწერიან მათ, და უმრავლესისადა თანა-წარსრულ არიან, რამეთუ ვერ დაიტევს სოფელი. "სოფლად"...

...ჰრაცხდეს მკუდრეთით აღდგომასა მისსა, სადაღა ჯ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...მან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს ამას: რაჲთამცა გამოაჩინა თავი თჳსი უცხოდ საქმისა მისგან ბოროტისა მიცემისა მისისა. ამისთჳს მიეყრდნების და იტყჳს მინდობით.

ხოლო რაჲსათჳს მიეყრდნა მკერდსა? ერთად, რამეთუ ჯერეთ არა იცოდეს, ვითარც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...გომად აღდგომისა ჰკითხა რაჲ უფალმან: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ მოწიწებით მიუგო: „უფალო, ყოველი შენ იცი, და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“.

კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.

კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“

აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.

და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო...

სრულად ნახვა