მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:34

33. რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.34. და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული.35. მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
34. და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (3,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“, საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს, ღმრთისაჲ ჰრწამს; და რომელი ურწმუნო იყოს, ღმრთისა ურწმუნო არს. ხოლო თუ „დაჰბეჭდა“, ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა, „რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“. აღაორძინებს შიშსა მას სიტყჳთა ამით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ურწმუნოებაჲ მისი, უკუეთუ არა ტყუვილი ვინ დასწამოს მომავლინებელსა მისსა ღმერთსა, რამეთუ იგი ყოველსავე მისსა იტყჳს. ჰხედავა, ვითარ შეაშინნა, რამეთუ მათ ჯერეთ არად შეერაცხა ქრისტეს ურჩებაჲ, ხოლო ამან გამოაჩინა, ვითარმედ ღმრთისა შეურაცხ-ყოფაჲ არს მისი ურჩებაჲ. და მერმე თქუა სხუაჲცა სიტყუაჲ საზომისაებრ უძლურებისა მათისა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).:

...რთი რაჲ“. და მერმე მაღალი სიტყუაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს“. და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა სხუაჲ მრავალი რაჲ, და ვითარმედ: „არა ზომით მოსცემს ღმერთი სულსა“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“. და მერმე იტყოდა, ვითარმედ: არა მოსდრეკს კაცსა ქადაგებაჲ კეთილისაჲ ესრეთ, ვითარ შიში სატანჯველისაჲ. ამისთჳს აქა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“. კუალად აქა მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა თქუა: რისხვაჲ ძისაჲ, რამეთუ იგი არს მსაჯული, არამედ მამასა სახელ-სდვა, რამეთუ მათ ჯერეთ მამისაგან ფრიად ეშინოდა, ხოლო ძჱ არა კეთილად იცოდეს. რაჲ არს უკუე, რომელსა ოდენ ჰრწმენეს ძჱ ღმრთისაჲ, კმა არსა ესე მისა ცხორებად? ნუ იყოფინ! რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, შევიდეს სასუფეველსა ცათასა“, რამეთუ გ...

სრულად ნახვა