თ ა რ გ მ ა ნ ი: „რაბით“ უწოდ მას და „ღმრთისა მიერ მოსრულად“ და არა გრწამსა სიტყუაჲ მისი? არამედ ურწმუნოებისა ამას სახესა და სიტყუასა შემოიღებ შორის, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარ?“ ურწმუნოთაჲ არს. იხილე, ნიკოდემოს ვითარ შეშფოთნა, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ მისა მიმართ იყო სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა და შეძრწუნდა, რამეთუ მისრულ იყო, ვითარცა კაცისა მიმართ, და ესმოდა ყოველივე უზეშთაესი კაცთაჲსაჲ და ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად სიტყუათა მათ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა მოიყვანა იესუ სწავლად მისა უსრულესადრე, და იტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 3:4
3. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ.4. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3