თ ა რ გ მ ა ნ ი: ყრმანი მცირენი მარადის სასწავლოდ მივლენ და ისწრაფიან სწავლად და ღამეთაცა დღეთა ზედა დაჰრთვენ, და ესე ყოველი კაცობრივი არს; ხოლო აწ მეცა ვითხოვ თქუენგან სულიერსა მოსწრაფებასა, რაჲთა ისმენდეთ კეთილთა სწავლათა მოსწრაფედ, რამეთუ ამისთჳს მე მცირედ-მცირედ გეტყჳ მარადის და არა ყოველსა ერთბამად, რაჲთა კეთილად და ადვილად გაჴსოვდენ სიტყუანი ჩემნი, გარნა თუ ვინმე სრულიად უდები იყოს და დაჴსნილი. ისმინეთ უკუე დღესცა აღმოკითხული ესე, რამეთუ ნიკოდემოს რაჲ განკჳრდა და იტყოდა, ვი-თარმედ მეორედ შობაჲ ბერისაჲ შეუძლებელ არს, აჰა ესერა უფალი გამოუთარგმნის, თუ ვითარ იქმნების შობაჲ იგი, რომელი დაღაცათუ ძნიადვე გულისხმისსაყოფელ იყო, გარნა პირველისა მის უადვილჱს იყო; რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. შენ იტყჳ, ვითარმედ შეუძლებელ არს მეორედ შობაჲ, ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ არა თუ ოდენ შესაძლებელ არს, არამედ საჭიროცა, რამეთუ თჳნიერ მისა არა იქმნების ცხორებაჲ. რამეთუ ქუეყანისაჲ და ჴორციელი შობაჲ მიწისაგანი არს, ამისთჳსცა სულიერისაგან შორს არს იგი, ხოლო იგი...
სახარებაჲ იოვანესი 3:5
...აქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს, რამეთუ ურწმუნოჲ არარაჲთ უმჯობეს არს მათსა, რომელნი ჯოჯოხეთს შინა არიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ამისთჳს დაისაჯებიან კაცნი, რამეთუ ნათელსა დაუტევებენ და ბნელი უყუარს და არა ჰნებავს მისლვაჲ ნათლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“;
...ცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული“. ისმინე მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისა მიერ და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.
სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრ...