თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა იგი განკჳრვებული და ინება, რაჲთამცა უჩინა მას სახჱ რაჲმე, რამეთუ ჴორციელთა და ნივთიერთაგან განაშორა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „შობილი სულისაგან სულ არს“. და ვინაჲთგან არა იცოდა მან, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ამისთჳს ჴორციელისავე მიმართ მოიყვანა და არა სრულიად ზრქელთაგან გუამთა მოართუა სახჱ, არცა კუალად სრულიად უჴორცოთაგან, რამეთუ ვერ ძალ-ედვა მას სრულიად გულისხმის-ყოფად, არამედ პოვა საშუვალი ჴორციელისა და უჴორცოჲსა ბუნებისაჲ - ქროლაჲ იგი ქარისაჲ. რამეთუ ქარისათჳს ეტყჳს მას, თუ: „ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს, ანუ ვიდრე ვალს“ (3,8). ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „ვიდრე უნებნ, ქრინ“, არა თუ ნებასა რასმე მოასწავებს ქარისასა, არამედ ბუნებით მიცემულსა მას მისდა დაუყენებელსა ქროლასა, რომელსა კაცთაგანი ვერვინ აყენებს.
სახარებაჲ იოვანესი 3:8
...მისა. არამედ შენ ამიერ იცან, ვითარმედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული და არა თჳთ მოქენე, რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია მას, ვითარცა მონასა. არამედ თჳთ სხუათა აქმნევს მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით, რამეთუ თჳთ თავადი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" ().
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გუამი ერთ არს და მრავალი ასოები აქუს (12,12).
თარგმანი: კუალად სახითა ამით გუამისაჲთა განსწავლის მათ, რაჲთა არა განიწვალებოდიან ურთიერთას თითოსახეობისათჳს მადლთაჲსა, რამეთუ ერთგუამთა არა უჴმს, რაჲთა განიყოფებოდინ განყოფილებისათჳს ასოთაჲსა.
მოციქულისაჲ: და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს (12,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მრავალსახელობაჲ თითოეულისა ასოჲსაჲ არცა ერთსა განწვალებასა შემოიღებს ერთისა მის გუამისა შორის!
მოციქულისაჲ: ეგრეცა ქრისტე (12,12).
თარგმანი: ვითარ-იგი წეს იყო სიტყუათა შემდგომობისაჲ, თანა-ედვა თქუმად, ვითარმედ: "ეგრეცა ეკლესიაჲ". არამედ მოციქული უმაღლესად აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა — ქრისტეს მიმართ, რომელ არს თავი გუამისა მის ყოველთა ეკლესიათაჲსაჲ, რაჲთა უმეტესად განაცჳბრნეს მსმენელნი. რამეთუ გუამისაჲ იგი და ასოთაჲ სახე — სახედ...