თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“, ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს, და აქა - სამარიაჲთ კანას.
45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4