თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ისწრაფის განქარვებად იჭჳსა მის, რომელი აქუნდა მათ, თუ წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ, და შეშინებითაცა და კეთილისა ქადებითა წინააღდგომასა მისსა აყენებს? და აქაცა დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს ჩემი, თუ არა, კუალადმცა ზუაობაჲ დაეწამა მისდა. რამეთუ უკუეთუ შემდგომად მრავლისა ჟამისა და მრავალთა სასწაულთა ესე ვერ გულისხმა-ყვეს და ჰრქუეს მას: „აბრაჰამ მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყდეს, და შენ ვი-თარ იტყჳ, თუ: რომელმან ისმინოს სიტყუაჲ ჩემი და ჰრწმენეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ?“ და ამისთჳს, რაჲთამცა არა აწცა განმჴეცდეს, თქუა ესრეთ, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ ესე არამცირედ შესაწყნარებელ-ჰყოფდა სიტყუასა მისსა, რაჲ-თამცა ცნეს, ვითარმედ მამისა სარწმუნოებასა ქადაგებს, და უკუეთუმცა ესე გულსმოდგინედ შეიწყნარეს, სხუაჲცამცა უადვილჱსად ჰრწმენა. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ მდაბალნიცა სიტყუანი მაღალთავე...
სახარებაჲ იოვანესი 5:24
23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი.24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5