თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს შემოიღო იოვანეს წამებაჲ? რამეთუ იგიცა არავე კაცობრივი იყო. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა“. და იოვანესიცა სამე წამებაჲ ღმრთისაჲ იყო, რამეთუ მის მიერ ესწავა და იტყოდა, არამედ მათ ესე არა იცოდეს, გარნა ვითარცა თავით თჳსით მეტყუელად აქუნდა იოვანე. და რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ვითარ იტყჳს, თუ: ღმრთისაგან მისწავიეს ყოველი და მისმიერი ვარი, და კუალად იოვანესგან მოიღებს წამებასა? ამისთჳს გონებისა მათისაებრ მიუგო, ვითარმედ: „მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“. და კუალად რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: უკუეთუ არა მიიღებ კაცისაგან წამებასა, რად შემოიღებ იოვანეს ქადაგებასა მოწამედ? ამისთჳს, რაჲთა ესე ვერ თქუან, შესძინა შემდგომიცა ესე და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 5:34
...დ არა მას ეჴმარების მათი მორჩილებაჲ, არცა თავისა თჳსისათჳს მოსრულ არს, არამედ მათისა ცხორებისათჳს, და არცა მათმიერისა პატივისათჳს, ვი-თარცა-იგი პირველ იტყოდა, ვითარმედ: „დიდებასა კაცთაგან არა მოვი-ღებ“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. რამეთუ მარადის ამას ზედა იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ მათისა ცხორებისათჳს მოსრულ არს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.
„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა ოდენ გულისხმა-ჰყოფდენ ღმრთისა განგებულებასა, რაჲთა დაღაცათუ აქა არა მიიღონ ნაცვალი, არა იქმნნენ ამის მიერ უზრუ...
....
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა მეჴმარების, არა ესევი-თარი არს ბუნებაჲ ჩემი, რაჲთამცა მეჴმარებოდა კაცთამიერი დიდებაჲ, რამეთუ უკუეთუ მზჱ სანთლისა მცირისაგან შემატებასა ნათლისასა არა მიიღებს, არა უფროჲსად მემცა შორს ვიყავა კაცობრივისა დიდებისა ჴმარებისაგან? „არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. და კუალად სხუაჲცა მიზეზი თქუა ამისთჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავისა თქუენისა თანა“ (5,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, თუ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს გდევნით შენ, რამეთუ სწორ ღმრთისა ჰყოფ თავსა შენსა, და უფალმან იცოდა, ვითარმედ არა ეგულების რწმუნებაჲ მისი, და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ კაცთა დიდებაჲ არა გიჴმს, რად იტყჳ ესევითართა სიტყუათა? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ვიტყჳ ამათ სიტყუათა, რაჲთა გამხილო თქუენ, ვითარმედ არა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნით მე; რამეთუ ვინაჲთგან გიჩუენე, ვითარმედ იგი წამებს ჩემთჳს, უკუეთუმცა მისთჳს მდევნიდით, არამცა მოხუედითა აწ ჩემდა მომართ, უკუეთუმცა ღმერთი გიყუარდა? არამედ არა არს თქუენ თანა სიყუარული ღმრთისაჲ. და ამისთჳს სხუაჲცა სასწაული უჩუენა მათ არასიყუარულისა ღმრთისაჲ და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სა...
...ოს? რამეთუ ჩუენ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ ყოველივე ღმრთივშუენიერ არს და მაღალ, რამეთუ ჩუენთჳს იქმოდა, რაჲთა ვისწაოთ სიმდაბლჱ, და რაჲთა გჳჩუენოს ცხორებაჲ, რამეთუ მის მიერ იქმნების, რომელსაცა თავადი მოასწავებდა სხუასა ადგილსა და იტყოდა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. რამეთუ ვინაჲთგან იოვანეს წამებაჲ შორის შემოიღო და თჳსი დაუტევა, რამეთუ ესე არა ღირს იყო მისისა დიდებულებისა, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს ესოდენისა მის სიმდაბლისა სიტყუათაჲსა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. ხოლო ისმინეთ კუალად სიტყუაჲ სწორებისაჲ მამისა თანა: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, არა პატივ-სცემს მამასა, რომელმან მოავლინა იგი“ (5,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ შეთხზულ არს პატივი ძისაჲ პატივსა თანა მამისასა? რამეთუ არა თქუა, თუ: უკუეთუ არა პატივ-სცემდენ ოდენ, არამედ: „რომელი არა პატივ-სცემდეს ესრეთო, ვითარცა მამასა, იგი არა პატივ-სცემს მამასა“. რამეთუ იტყჳს სიბრძნით სიტყუათა თჳსთა, რაჲთა მიზეზიცა გულისხმა-ვყოთ და საბელიოზის წვალებასა არა შთავვარდეთ, და ჰურიათაცა უძლურებაჲ განიკურნოს ამის სახითა, რაჲთა არა შერაცხილ იყოს იგი მათ მიერ ღმრთისა წინააღმდგომად, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: ესე არ...
...რედთა ოდენ სმენად სიტყუათა მათ საუკუნოჲსა ცხორებისათა. ხოლო უმეტესი იგი და უზეშთაესი წამებაჲ მას დაუტევა, რაჲთა თავადმან აღასრულოს იგი საქმეთა მიერ, ვითარცა თავადი უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მე კაცთაგან წამებასა არა მოვიღებ, არამედ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს“. და იხილე, ვითარ ესრეთცა უმჯობჱს იყო, რამეთუ ვინაჲთგან მცირე ნაბერწყალი დააგდო, მეყსეულად საჴმილი იგი აღეტყინა. რამეთუ რომელნი-იგი პირველ არა ისმენდეს სიტყუათა მათ, უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი თქუა იოვანე მისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. და მერმე კუალად უკუეთუმცა მიმოვიდოდა და ქადაგებდა მას, ჰგონებდესმცა, ვითარმედ კაცობრივითა რაჲთმე მოსწრაფებითა იქმს საქმესა ამას, და არამცა სარწმუნოდ აქუნდა წამებაჲ მისი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუანიცა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი, გარნა იგინი არა ოდენ არა შეუდგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“....
...კუეთუ კულა ვინ შეშფოთნებოდის ამას ზედა, ჰრქუას მასცა, ვითარცა იოვანეს, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლჱ“. უკუეთუ კულა უმეტჱსად ვინ შეშფოთნეს, ჰრქუას მასცა, ვითარცა ჰურიათა, ვი-თარმედ: „არა თუ წამებასა კაცთაგან მოვიღებ“. რამეთუ არა თუ მას ეჴმარებოდა წამებაჲ იოვანჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამისთჳს მეყსეულად განკურნა იჭჳ იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ თქუენთჳს, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“, ვითარმცა იტყო...