თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა კუალად, ვითარმედ არა ეჴმარების მას მათგან მსახურებაჲ და არცა ამისთჳს შეიწყნარნა იგინი; რამეთუ ვი-თარმცა ამისთჳს შეეწყნარნეს, რომელი მათცა ამასვე ეტყოდა? რამეთუ რაჲსათჳს არა აქნა იგინი? რაჲსათჳს არა დაუკჳრდა მათთჳს? ერთად, რაჲთამცა რაჲ-იგი მოძღუარსა ჰშუენის, აღასრულა, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამით სახითა ჯერ-არს უფროჲსად დამჭირვაჲ მათი. და უკუეთუმცა ექნეს, ნუუკუე მოიგონესმცა, თუ მომადლებისა ჩუენისათჳს იტყჳს და კაცობრივიმცა რაჲმე შეემთხჳა. ხოლო ესე, რომელ უჩუენებდა, ვითარმედ არა ეჴმარების მათი მის თანა ყოფაჲ, უფროჲსად დაიმ-ჭირვიდა მათ. და იხილე, ვითარ სიბრძნით ჰრქუა მათ; და არა ჰრქუა, თუ: წარვედით, რამეთუ ესე სახჱ არს განგდებისაჲ, არამედ ჰკითხა, ვი-თარმედ: „ნუუკუე თქუენცა გნებავსა წარსლვის?“ რომელი-ესე ყოველსავე ჭირსა და იძულებასა მოუღებდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჰნებავს, რაჲთა სირცხჳლისათჳს მისისა და რიდობისა დადგენ მის თანა, არამედ უკუეთუ უხარის და მადლიერ არიან; და არცა იგინი შეასმინნა ცხადად, არამედ უჩუენა, თუ ვითარ ჯერ-არს მის თანა ყოფაჲ. ხოლო ჩუენ ზედა ყოველივე წინააღმდგომი იქმნების, და...
სახარებაჲ იოვანესი 6:67
66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?68. მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6