მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:70

69. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.70. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.71. ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
70. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“ ; ; მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ხოლო აქა ვინაჲთგან თქუა, თუ: „ჩუენ გურწმენა“, ამისთჳს სამართლად არა უტევა იუდას კრებულსა შინა მათსა. ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა პირველითგანვე თქუმითა მით უკეთურებაჲ იგი მიმცემელისა მისისაჲ მოაქცია, რამეთუ მან იცოდა, ვითარმედ არარაჲ ერგების მას სიტყუათა მათგან, გარნა იგი თჳსსა იქმოდა, რაჲთამცა ყოვლით კერძო არარაჲ დაუტევა, რომელიმცა ჯერ-იყო მის მიერ ქმნად. და იხილე სიბრძნჱ იგი! არცა სრულიად გამოაცხადა იგი, არცა დაფარა. ერთი იგი ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესსა კადნიერებასა და ურცხჳნოებასა მოვიდეს, ხოლო მეორჱ ესე ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდეს მიმცემელი, თუ დაფარულ არს და უცნაურ არს მისგან მისი იგი განზრახვაჲ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12).:

...მოსწრაფებით ღუწოლაჲ, რაჲთა არა გუეუფლოს უკე-თურებაჲ, რამეთუ უადვილეს არს არაშთავრდომაჲ ბოროტსა, ვიდრე-ღა შთავრდომილისა აღმოსლვაჲ. რამეთუ იხილეთ იუდა, ვინაჲთგან შთააგდო თავი თჳსი ბოროტსა მას უკეთურებასა შინა, რაზომი შეწევნაჲ პოვა, და ვერვე განერა მისგან. რამეთუ თქუა მისთჳს, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველ-თათჳს ვიტყჳ“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველთა გრწამს“, და ვერცა ერთი მათგანი გულისხმა-ყო. ხოლო აწ, „ვითარცა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12). არღარა პეტრეს ოდენ, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს: „თქუენ მხადით მე: უფალო და მოძღუარო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ“ (13,13).

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მხადით მე“ (13,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსსა სიტყუასა შემოიღებს და მერმე შესძინებს, ვითარმედ: „ვარო“, რამეთუ სიტყუაჲ მათი შემოიღო, რაჲთა არა სამძიმარ იყოს მის მიერ თქუმული, და თჳსითა სიტყჳთა დამტკიცებაჲ მათისა სიტყჳსაჲ დაუმძიმებელ და უეჭუელ ჰყოფს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).:

...რამედ ამისთჳს არა ჰრქუა უფალმან, რაჲთა ფრიადითა სულგრძელები-თა თჳსითა შეარცხჳნოს იგი. რამეთუ მან იცოდა იგი, ვითარმედ მიმცემელი არს, და ესე პირველითგანვე აუწყა, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ესე არა ყოველთა გრწამს“; და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს, ; (13,29) ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა...

სრულად ნახვა