თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ღმრთისაგან ვარ და ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ, ხოლო ღმერთი თავისა თჳსისა სარწმუნოჲ მოწამჱ არს. ხოლო თქუენ არა იცითო, რამეთუ ბოროტი გნებავს, და რომელთა-ეგე უწყით, ვითარმედ ღმერთი ვარ, იჩემებთ არაცნობასა და ყოველსავე იტყჳთ გონებითა კაცობრივითა, რომელთა არა გნებავს, რაჲთამცა უმეტესი რაჲმე ხილულისაჲ გულისხმა-ჰყავთ.
სახარებაჲ იოვანესი 8:14
.... და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ“ (15,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სარწმუნო იყოსო, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს უწოდა „სულად ჭეშმარიტებისა“, რამეთუ ყოველივე უწყის მან, ვინაჲთგან მამისაგან გამოვალს, ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა: „ვიცი, ვინაჲთგან მოვალ, ანუ ვიდრე ვალ“. ხოლო „რომელი მე მოგივლინო“, - აჰა ესერა არა მამაჲ ოდენ არს მომავლინებელ სულისა, არამედ ძჱცა, - და „თქუენცა მოწამე ხართ“, რამეთუ ჩემ თანა ყოფილ ხართ და გიხილავ მე, არა თუ სხუათაგან გასმიეს ჩემთჳს. ამისთჳს მოციქულნი უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „რომელნი-იგი ვჭამდით და ვსუემდით მის თანა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ“ (16,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რაჲთა რაჟამს იხილნეთ, ვითარმედ მრავალნი არა გისმენდენ, არამედ გტანჯვიდენ თქუენ, არა დაჰბრკოლდეთ, არამედ გეჴსენნენ სიტყუანი ესე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ შეჰრაცხონო მოკლვაჲ თქუენი, ვითარცა კეთილი რაჲმე და სათნოჲ საქმჱ. და მერმე ნუგეშინის-...
...იათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?
არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ, რაჲთა არა დავშთეთ სიტყუა-თა ოდენ შინა, არამედ ძალიცა და პირი სიტყჳსაჲ გამოვიძიოთ; რამეთუ ესრეთ შესცდეს მწვალებელნი: ვითარცა ესმეს, ესრეთვე გულისხმაჰყოფდიან სიტყუათა წერილისათა. და უკუეთუ ესე ვქმნეთ, რომელ არა გამოვიძიოთ ჟამი და სიტყუაჲ და გონებაჲ მსმენელისაჲ, დიდსა ბოროტსა შთავცჳვეთ.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ეგულებოდა ჰურიათა რქუმად მისა, ვითარმედ: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“. ამისთჳს უფალმან უსწრო წინაჲსწარ და ჰრქუა ესე, ვითარმცა იტყოდა...