მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:2

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 11; მ. 1-4]

1. და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. 2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, 6. რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა უფლისა იესო ქრისტეს ლოცვისა, ესე იგი, მამაო ჩვენოისა, სამთა მოძღვრებათა შინა, თქმული აფხაზეთში ახლად მონათლულთა წინაშე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.

ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (13,31).:

...(შდრ. იოან. 8,28) და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხჳსა მიერ, არამედ თავისა თჳსისა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად ადიდოს იგი“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეყსეულად ჯუარს-ცუმასა თანა, რამეთუ არა თუ შემდგომად მრავლისა ჟამისა, არცა ჟამსა მას აღდგომისასა მოელოდის, არა მაშინ გამოაჩინოს ბრწყინვალედ, არამედ მეყსეულად ჯუარსცუმასავე მისსა გამოჩნდეს დიდებულებაჲ მისი, რამეთუ მზჱ უკუნიქცა დაბნელებული, და კლდენი განსთქდეს, და კრეტსაბმელი განიპო, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს; და საფლავი დაბეჭდულ იყო, და მცველნი იყვნეს მას ზედა, და გუამი იგი მკუდრისაჲ აღდგა;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,32).:

...რობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“. ; ; ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.

სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ? ნეტარ არს მისა, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იდიდებოდის.

აწ უკუე ნუმცა ვითარცა ბნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...ღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“. ;

ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“. რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი, და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.

აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“, ; რაჲთა შიშისა მის მიერ მოვიქცეთ კეთილისა მომართ და განვეშორნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:

...ნა ჴორციელი, არამედ ყოველი სულიერი. ხოლო ისმინეთ, ვითარ სულიერ არს ყოვლითურთ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ; ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.

უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...ი. ამისთჳსცა უფალმან არა მისცა მათ სასწაული, ვითარცა-იგი პირველ, რაჟამს ითხოვდეს სასწაულსა. და უფალმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნა-თესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); და მაშინ ცხადად ჰრქუა მათ სიტყუაჲ იგი, ხოლო აქა - იგავითრე. და ამას იქმს მათისა მის უკუანაჲსკნელისა უგულისხმოებისათჳს, რამეთუ ხედვიდა სიბოროტესა გონებისა მათისასა; თუ არა, უკუეთუმცა არ ესრეთ იყო, არცამცა დააყენა ჩუენებად სასწაული, რომელი-იგი თჳნიერ მათისა თხოვისა მრავალგზის იქმნ სასწაულთა; ხოლო აქა, ვინაჲთგან იხილა უკეთურებაჲ მათი, ამისთჳს ჰრქუა მხედველმან მან გონებათამან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო“ (2,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალსა იტყჳს ესევითარსა, რომელი მაშინდელთა მათ არა საცნაურ იყო, ხოლო შემდგომთა მათ გამოეცხადა. და რაჲსათჳს უკუე ჰყოფსა ამას? რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ პირველითგანვე იცოდა ყოველი ყოფადი, ვითარცა-ესე ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ზედა იქმნა. და შემდგომად აღდგომისა მისისა მოეჴსენა მოწაფეთა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ, ხოლო რომელნიმე მაშინ განკჳრვებულ იყვნეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების:

...ებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“, გულისხმა-ყავ, ვი-თარმედ ესრეთ იტყჳს, თუ: უკუეთუმცა არა იყო იგი თჳთ ჭეშმარიტად დიდ და წმიდა და შემკულ ყოვლითა სათნოებითა, ჩემიმცა შობაჲ არასვე ერგო. და უკუეთუ მარიამის ღმრთისმშობელისაჲ ესრეთ არს, ნუღარამცა ვინ იქადის ჩუენგანი, ვითარმედ: ანუ ძჱ მივის წმიდაჲ, ანუ მამაჲ, ანუ ძმაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე. რამეთუ უკუეთუ ჩუენ არა შემკულ ვიყვნეთ სათნოებითა, არავინ გუერგოს ჩუენ მას დღესა, გარნა სათნოებანი და სასოებაჲ ღმრთისაჲ. რამეთუ უფლისაცა ნათესავნი იყვნეს მრავალნი, თჳსნი იგი დედისა მისისანი, არამედ არცა თუ სახელები ვიცით მათი, ხოლო მოციქულნი არა მისნი ნათესავნი იყვნეს, არამედ სათნოებისა მათისათჳს ესრეთ დიდად გამოჩნდეს.

და ჩუენცა უკუე ნუმცა ვზუაობთ სიწმიდესა ზედა ნათესავთასა, არამედ ჩუენ თჳთ ვისწრაფოთ, რაჲთა სათნო ღმრთისა ვიქმნნეთ, რამე-თუ ესე უფროჲსად დასაშჯელ არს, უკუეთუ მამაჲ გუესუას წმიდაჲ, ანუ ძჱ, ანუ ძმაჲ, და ჩუენ უკეთურნი ვიყვნეთ. ხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

...ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.

ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“. ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.

ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის ქადაგებენ. და კუალად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა მებრ აღესრულებოდეს სასწაულნი იგი საკჳრველნი, რომელნი ფრიად უსაკჳრველეს იყვნეს მაშინ, ვიდრეღა იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა. და სასწაულნი იგი ზეცით გამოჩნდეს: დაბნელებაჲ მზისაჲ და ქუეყანით ძრვაჲ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...დ? რამეთუ აჰა ესერა გზაჲ ვრცელი გჳჩუენა მიწევნად ნეტარებასა მას, არა ხოლო თუ დედათა, არამედ მამათაცა და ყრმათა და ყოველსავე ჰასაკსა, რამეთუ თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. და კუალად თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ“.

აწ უკუე, ძმანო, ესე შევიკრძალოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა ნებასა ღმრთისასა ვიქმოდით და სიტყუანი მისნი დავიმარხნეთ და მივიწინეთ თჳსებასა მას ქრისტესსა. ხოლო უკუეთუ ესე არა გუაქუნდეს, არამედ უდებებით ვცხონდებოდით, ნუცა შვილთა სიწმიდესა ზედა ვიქადით, უკუეთუ ჩუენცა არა ზიარ მათისა სათნოებისა ვიყვნეთ, ნუცა მშობელთა ქველისსაქმესა და ღმრთისმსახურებასა მივენდვებით, უკუეთუ ჩუენცა არა მობა-ძავ მათდა ვიყვნეთ, რამეთუ არას გუერგოს ჩუენ, ვითარცა ესერა უფალი გულისჴმა-გჳყოფს. და კუალად ნათლისმცემელი ეტყოდა ჰურიათა: „ნა-შობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“ (12,28).:

...ენ ზედა ესოდენი ესე კეთილი, და მოვიდა ჟამი წარმატებისა თქუენისაჲ, რომელსა პირველითგან ჴმობდეს წინაჲსწარმეტყუელნი; გარნა თქუენ არა ხოლო თუ შეწყნარებაჲ სასუფეველისაჲ არა ინებეთ, არამედ ყოვლით კერძო მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნენით.

ხოლო რომელ-ესე მათე იტყჳს, თუ: „სულითა ღმრთისაჲთა“, ლუკა თქუა: „თითითა ღმრთისაჲთა“, რაჲთა ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვი-თარმედ განსხმაჲ ეშმაკთაჲ დიდ არს და საღმრთოჲსა ჴელმწიფებისა საქმე; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით ყოვლითა ცნათ, უგულისჴმონო, ვი-თარმედ მოსრულ არს ძე ღმრთისაჲ. გარნა არა ჰრქუა ესრეთ განცხადებულად, არამედ მიფარულადრე, მრავლისა მის მოშურნეობისა მათისათჳს.

„მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲო“. იხილე სახიერებაჲ, იხილე მრავალსახე კაცთმოყუარებაჲ ყოვლადბრძნისა მის მეუფისაჲ, ვითარ ყოვლით კერძო სარგებელსა მათსა ეძიებს. არა თქუა, თუ: მოიწია სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ: „მოიწია თქუენ ზედაო“, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუენ მოგეცა, უბადრუკნო, ესევითარი კეთილი, რაჲსათჳს მბრძოლ ხართ ცხორებისა თქუენისა?

ესე არს ჟამი იგი, რომელსა წინაწარმეტყუელნი გახარებდეს, ესე არს სასწაული, მათ მიერ ქადაგებული, ესევითართა ამათ საკჳრველებათა საქმე, რომელნი-ესე იქმნებიან, ვითარცა ხედავთ. ხოლო საქმენი ქადაგებენ, ვი...

სრულად ნახვა