...მენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი მოვალეობა შევასრულე, ვერცხლი გადავეცი, შეგონება მოვახდინე. მხოლოდ მეშინია და მაღელვებს, რომ სწორედ ამით არ გავხდე თქვენი უფრო დიდი დასჯის მიზეზი. „მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ... და არა განემზადოს, იტანჯოს იგი ფრიად" (). თქვენგან ვერავინ მოიშველიებს უკვე უმეცრებას, როცა ჩვენ ყოველდღიურად ასე შეგაგონებთ ერთსა და იმავეს და გიჩვენებთ ეშმაკის მახეებსა და სათნოების დიდ სიადვილეს, თუკი ოღონდ ფხიზლები ვიქნებით. ნუთუ არ იცით, რომ მათ, ვინც ასე უგულებელყოფს თავის ცხონებას და ხან აქ მოდის, ხან კი ეშმაკის მახეებშში ეხვევა, საღვთო წერილი ძაღლებს ადარებს? ადამიანი, ამბობს, რომელიც ცოდვისგან მოიქცევა და კვლავ მას უბრუნდება, მსგავსია ძაღლისა, რომელიც თავის ნარწყევზე მობრუნდება (). აი, ვის დაემსგავსნენ ისინი, ვინც იმ უკეთურ სანახაობაზე გაიქცა. ნუთუ არ გსმენიათ, რა თქვა ქრისტემ: **„და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა... და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო...
სახარებაჲ ლუკაჲსი 12:47
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნების, „რამეთუ მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა იქმოდის, იგუემოს ფრიად“. რაჲ უკუე სიტყუაჲ მიუგოთ, რომელნიესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ და უხილავნი გჳხილვან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძჳრჱს წარმართთასა ვიყოფვით? რამეთუ უკუეთუ მათ დიდებისათჳს ამაოჲსა მოღუაწებაჲ აჩუენეს, ჩუენ სასუფეველისათჳს და ღმრთისათჳს არა ვაჩუენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათჳს სულნიცა თჳსნი შეურაცხ-ყვნეს, ხოლო ჩუენ მცირედისა ოქროჲსათჳს წარვსწყმედთ სულსა და არა შეურაცხ-ვჰყოფთ მას ქრისტესთჳს, და მრისხანე ვართ და საქმენი საძაგელნი გჳყუარან.
ამისთჳს მრცხუენის და ვძრწი, რაჟამს წარმართთა ვხედვიდე მო-ღუაწებასა შინა და ჩუენთა - არა. ხოლო ესე ამისგან არს, რამეთუ მცნებათა ღმრთისათა არა ვისმენთ, არცა ვიქმთ, არამედ მცირედ ჟამ ვისმენთ სიტყუათა ღმრთისათა და მერმე ფრიად ჟამ შევექცევით ზრუნვა-თა სოფლისათა, და ესრეთ მოიშთვების თესლი იგი სიტყჳსაჲ.
არამედ აღვიხილნეთ ზეცად და შთავიხედნეთ საფლავებსა, რამეთუ ჩუენცა მასვე აღ...
...ს თჳსისაჲ, რომელი შეემთხჳა; ისიძვა სხუამან მღდელობასა ამას შინა ახლისა შჯულისასა, - ესე არს თავი ყოველთა ბოროტთაჲ.
იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ გიჩუენე ერთისა მის ცოდვისაჲ? და მეცნიერებისაგანცა არს განყოფილებაჲ უმეცარისაგან, რამეთუ იტყჳს: „მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად“. და პირველქმნულისა სახისა შემდგომად ცოდვაჲ აღმაორძინებელ არს საშჯელისა. ამისთჳს იერუსალჱმსა აყუედრებს: „რავდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთო“. და შუებასა შინა ცოდვაჲ უძნელეს არს, ვიდრე სიგლახაკესა, ვითარცა ლაზარესთჳს წერილ არს; და ადგილისაგანცა ძნელოვან იქმნების ცოდვაჲ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა“; და სახისაგანცა ცოდვათაჲსა იქმნების სიმძიმე ცოდვისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „დაუკლნეს ძენი და ასულნი მათნი ეშმაკთა“. და კუალად, ოდეს მორწმუნე უშჯულოთა მსგავსად ცოდვიდეს, უძჳრეს მათსა იტანჯოს, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს, ვითარმედ: „არცა თუ სამართლისაებრ წარმართთაჲსა ჰქმენ შენ და განამართლეო დაჲ შენი“....
...განვადიდებ ცოდვასა მას, რაჲთა უაღრესად გიჩუენო ძლევაჲ მისი. რაჲ არს უკუე განდიდებაჲ მის ცოდვისაჲ? სათნოებაჲ კაცისაჲ მის. რამეთუ არა სწორად განიკითხვის ყოველთა კაცთა ცოდვაჲ, არამედ „ძლიერნი ძლიერად განიკითხნენო“; (სიბრძ. სოლ. 6,7) და „რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა ყოს, იგუემოს ფრიად“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უმეტესი გულისჴმის-ყოფაჲ უმეტესისა ტანჯვისა მიზეზ ექმნების გარდამავალთა მცნებისათა. ამისთჳს უკუეთუ მღდელმან სწორად სხუათასა ცოდოს, არა სწორად მათსა მიე-ჴადოსო სასჯელი, არამედ ფრიად უძჳრესი. ნუუკუე გიკჳრს, ვითარ-ესე განვადიდებ ბრალსა მის მართლისასა, და ჰგონებთ, თუ ძნელ არს სიტყუაჲ ჩემი და უგზოსა ვალ მე. გარნა რაოდენცა ესე ვყო, უმეტესად გამოვაჩინებ ქებასა დავითისსა. რაჲ არს უკუე სხუაჲ უმეტესი განდიდებაჲ ბრალისაჲ მის? ჰე, არს სხუაჲცა აღორძინებაჲ: ვითარცა-იგი კაცის-კლვაჲ კაენისი უმეტეს სხუათა იყო, რამეთუ არა უცხოჲ ვინ მოკლა, არამედ ძმაჲ თჳსი, რომელსა არა ევნო მისდა, და რამეთუ პირველ ყოველთასა მოიპოვა ესე ბოროტი, ეგრეთვე აქაცა უძჳრეს იყო ესე კაცის-კლვაჲ, ვიდრეღა სხუა-თა კაცთაჲ; ერთად, რამეთუ არა ლიტონი კაცი იყო, რომელმან ბოროტი იგი ქმნა, არამედ წინაჲსწარმეტყუელი, ღირსქმნული მადლსა მას სულისა წმიდისასა და მე...