მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 23:43

42. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.44. და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 23
43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 23; მ. 1-5]

1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

თვანათლივ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, ვინაიდან როდის აკრძალა იესომ ხარკის მიცემა, როცა პირიქით, ბრძანა ეხადათ იგი როგორც მართებული? სწორედ ის საუბრობდა ასე: „მიეცით კეისრისა კეისარსა” (ლუკ. 20, 25). როგორ აქეზებს ის ხალხს? მეფობას ხომ არ ეძიებს? მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, ვინაიდან მაშინაც, როცა ხალხს მისი გამეფება სურდა იგი, როდესაც გაიგო ამის შესახებ, განეშორა (იოან. 6, 15). ამიტომაც პილატე, მიხვდა რა ცილისწამებას, ღიად ამბობს: მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. მოწყალების ძალა სიკვდილზე:

...ღოლი გახდა.

4. მოწყალების ძალა სიკვდილზე

ხედავ, რა გადამწყვეტი ცვლილებაა? ხედავ, რა განსაკუთრებული გარდაქმნაა? ასევე ავაზაკმაც, რომელსაც უთვალავი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, ერთ წამში, რამდენიმე სიტყვით, ყველა თავისი ცოდვა გაწმინდა, ისე, რომ უფლისგან მოისმინა: „ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (). ასევე მეზვერე, რომელიც მკერდს იცემდა და თავის ცოდვებს აღიარებდა, „გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თჳსა", ვიდრე ფარისეველი (ლუკ 18:13–14). თითოეულმა ამ ადამიანთაგანმა სულის კეთილი განწყობა გამოავლინა, წინანდელი ცოდვები აღიარა და ამ გზით მიტევება მიიღო. განვიხილოთ ამ მცნების მნიშვნელობა და ის, თუ რა დიდი ძალა აქვს გულუხვ მოწყალებას, რათა მისგან მომდინარე სარგებლის შემეცნებით უფრო ნებით გავცეთ მას. იგი ისე ნაყოფიერია, რომ არა მხოლოდ ცოდვებს წმენდს, არამედ თვით სიკვდილსაც განდევნის. მე ვიტყვი, როგორ. ვინ, ამბობ, მოწყალების გაცემით სიკვდილზე მაღლა დადგა? ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ყველანი სიკვდილის ხელისუფლების ქვეშ რჩებიან. ნუ შეგაწუხებს, საყვარელო, არამედ თვით გამოცდილებიდან შეიტყვე, თუ როგორ სძლია მოწყალების ძალამ სიკვდილის ძალსაც. იყო ერთი ქალი — ტაბითა, სახელი, რომელიც თარგმანით ნიშნავს „ქურციკს"; ის ყოველდღე მხოლოდ იმას ა...

სრულად ნახვა
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა, გინა თუ გარეშე ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის; რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად (12,3-4).:

...ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა, გინა თუ გარეშე ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის; რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად (12,3-4).

თარგმანი: ესოდენ არს ყოველსა ადგილსა სახელოვნებაჲ სამოთხისაჲ, ვიდრეღა მაცხოვარი ეტყჳს ავაზაკსა: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (), ვინაჲცა აწ მოციქულმან შემდგომად სამ ცადმდე აღწევნისაღა თქუა მიტაცებაჲ სამოთხედ და მუნ სმენაჲ სიტყუათა ეგევითართაჲ, რომელთა არავისი უდარესისა კაცთაგანისა სასმენელი, არამედ პავლესი ოდენ და მსგავსთა მისთაჲ შემძლებელ არს დატევნად. ჳკუმენისი: ამიერ განიქიქებოდედ სიცოფითი სილაღე მათი, რომელნი კადნიერ იქნნეს აღწერად სიტყუათა მათ უსმენელთა და კაცთა მიერ ვერ დასატევნელთა, და უწოდეს მას "პავლეს გამოცხადება".

მოციქულისაჲ: ესევითარისათჳს ვიქადი, ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა (12,5).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ თჳსსა ამას დიდებულებასა კუალად სხჳსა პირსა ზედა აზმნობს, რაჲთა კრძალულებაჲ თჳსი გჳჩუენოს. ხოლო ესე უეჭუელ ყო, ვითარმედ თავისა თჳისისათჳს იტყჳს მიფარულად-რე; რამეთუ სხუაჲ თუმცა ვინმე იყო აღტაცებული, რაჲსა იქადის სხჳსა აღტაცებასა, არამედ თჳსსა საქმესა რიდობით მიფარულად იტყჳს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...(მარკ. 2,11); და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“, და ჰგონებდა, ვითარმედ: დიდად მიქიეს და მიდიდებიეს ქრისტჱ ამათ სიტყუათა მიერ, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ჯერეთ კარსაცა არა შესრულ არს მისისა გულისხმის-ყოფისასა, და ვითარმედ შორს არს სასუფეველისაგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...უა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“, არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ და ჰრქუა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა“. ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“. ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გულითა; რამეთუ ვინაჲთგან კაცნი ჰგონებდეს, თუ მშჳდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ შეურაცხ იქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ ყოველთა არიან, და მონაგები მათი წარსატაცებელ იქმნების, და ამით სახითა სიცხარე და მანქანებაჲ უაღრეს შეერაცხა, ვიდრეღა სიმშჳდე და სიწრფოებაჲ, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ არა ესრეთ არს, არამედ უფროჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღ...

სრულად ნახვა