მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 24:39

38. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?39. იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.40. და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 24
39. იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
ლუკას სახარების განმარტება თავი ოცდამეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 24; მ. 1-12]

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).:

...ებელ იყო ჴელთა მიერ მოკუდავ-თა, არამედ გულისხმა-ყავთ, რამეთუ განგებულებისაჲ იყო საქმჱ იგი, რამეთუ რომელი-იგი ესრეთ თხელი და წულილი იყო, რომელ ჴშულთა კართა შევიდა, დასამტკიცებელად აღდგომისა თჳსისა ქმნა ესე და რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს ჯუარსცუმული. და ამისვე მიზეზისათჳს ჭამაცა და უჩუენნა წყლულებანი. და არა თუ სიზრქჱ იყო მაშინ ჴორცთა მისთა შინა, არამედ ყოველსავე მაშინ მოწფისა მისთჳს იქმოდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ“ (20,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა:

...არა შრომათა და ჭირთა და სიკუდილსა, ეზიაროს გჳრგჳნთაცა? რამეთუ უკუეთუმცა არა შუენოდა, არცამცა დაბადებულ იყო პირველითგან, და არცამცა თავადსა უფალსა შეემოსნეს ჴორცნი, არამედ მან შეიმოსნა ჴორცნი და აღადგინნა იგინი. და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ“. ანუ ლაზარე რად აღადგინა, უკუეთუმცა უმჯობჱს იყო თჳნიერ ჴორცთაჲსა აღდგომაჲ?

არამედ ნუ სცთებით მწვალებელთაგან, საყუარელნო, რამეთუ არს აღდგომაჲ და საშჯელი, ხოლო ესე არა ჰრწამს, რომელთა არა ჰნებავს მიცემად სიტყჳსა საქმეთა მათთაებრ. არამედ იყოს აღდგომაჲ, ვითარცა ქრისტე აღდგა; რამეთუ იგი არს დასაბამი და პირმშოჲ შესუენებულთაჲ, რომელმან არა ქმნა ცოდვაჲ და აღდგა მკუდრეთით ჴორცითა. და ყოველნი იგი ბოროტნი სწავლანი გარემივაქცინეთ, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს სწავლაჲ ესე არააღდგომისაჲ, არამედ მარკეონისი არს და უვალენტისი. ვივლტოდით ამისგან, რამეთუ ცხორებაჲ კეთილი თჳნიერ მართლისა სარწმუნოებისა არად სარგებელ არს, ვითარცა-იგი არცა სარწმუნოებაჲ სარგებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა.

ვეკრძალნეთ უკუე ბოროტთა სიტყუათა, რომელთა-ესე ვიცით ძალი იგი უძლეველი ღმრთისაჲ, ვივლტოდით სიტყუათა მათთაგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა გულისხმა-ყო იესუ, ვითარმედ ცნეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ იესუს უმრავლესნი უსხენ მოწაფენი და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, და თჳთ იესუ არა ნათელს-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“ (4,1-3).:

...რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა, წყევაჲ უჩინო იქმნა, და ბევრეულნი კეთილნი გამოვიდეს ცხორებასა ჩუენსა. და ამისთჳს ენება, რაჲთა ყოველთა მიმართ სარწმუნო იყოს ბუნებაჲ იგი ჴორცთა მისთაჲ, ხოლო ღმრთეებასა არავე დაჰფარვიდა, არამედ მასცა გამოაჩინებდა. ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა ცუდად წარვიდოდა გალილეაჲსა კერძოსა, არამედ დიდნი საქმენი აღასრულნა სამარიას მისითა მით სიბრძნითა, და რაჲთა არარაჲ აქუნდეს ჰურიათა სიტყუაჲ, რომელსაცა მოასწავებს მახარებელი და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ გარეწარად გზასა ი...

სრულად ნახვა