...უფალმან: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. რამეთუ ოდეს-იგი კეთროანმან მან ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“, და წამა დიდი იგი ჴელმწიფებაჲ მისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ ხოლო ამან ვინაჲთგან ვერარაჲ ღირსი ჴელმწიფებისა მისისაჲ თქუა, არამედ „რაჲ ძალ-გიც, შემეწიეო“, მიუგო იესუ: „რაჲ ძალ-გიც, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ ჩემ თანა, ვიდრეღა ჴელმეწიფების სხუათაცა მიცემად მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ. და შენცა, უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, გრწმენეს ჩემდა მომართ, ძალ-გედვას ამისაცა განკურნებად და სხუათა მრავალთა. ესე რაჲ თქუა, განკურნა ყრმაჲ იგი.
ხოლო ჩუენ ნუ ამისგან ხოლო გულისჴმა-ვჰყოფთ განგებულებასა მისსა და მოღუაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველისმოქმედებისა მისისასა, რომელ განჴადა ეშმაკი იგი, არამედ მისვე ჟამისაგან, ვინაჲცა შეუნდო შესლვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა წამის-ყოფაჲ კაცთმოყუარებისა მისისაჲ ჰფარვიდა, ადრევემცა მოეკლა იგი სულსა მას არაწმიდასა, ოდესიგი ცეცხლსა შთააგდებდა და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა იგი, უკუეთუმცა არა აყ...