...ა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“ ; (5,8); და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“?
სახარებაჲ ლუკაჲსი 5:13
12. და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.13. და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.14. და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 5