მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:41

40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.42. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს:

...რძელებაჲ“ და მსგავსნი ამისნი; არასადა გჳჴმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყუედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ დაღაცათუ სასუმელი ერთი გრილისა წყლისაჲ წარვაგოთ ღმრთისათჳს, სასყიდელი მისი არა დაგუ-ჭირდეს, ; არამედ გარდამატებულად მოგუეცეს, და ღმერთი მადლიერ იყოს ჩუენდა. ხოლო ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ უფალსა, უკუეთუ ამას დაუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას მივსდევდეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?

ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყუეობისა მისგან, რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი:

...ი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვქმნე ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“. ვიხილოთ თუ მშიერი, გამოვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.

ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სიყუარული მისი, რაჲთა მანცა აღგჳარნეს მას დღესა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჱ სიმდიდრისმოყუარებისათჳს:

...აჲსა და გჳბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთჳს ზეცათაჲსა; იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხორებასა ჩუენსა და მუნ თანამდებ-გუყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა, ხოლო უფალი სასუმლისათჳსცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროჲსად მრავალწილად. ; ვითარ უკუე არა სიცოფე არს ესევითარისა სახიერისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურსა მძლავრსა მონებად, რომელი-იგი არცა აქა რას მოგუცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უფროჲსად ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყუარეს და გლახაკნი არა შეიწყალნეს, რომელი-იგი რაჲთა ჩუენ ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ და მივსცეთ გლახაკთა, განვათავისუფლნეთ სულნი ჩუენნი აქათა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან და დავიუნჯოთ ზეცას სიმართლე; ოქროჲსა წილ ქუეყანისა შევიკრიბნეთ საუნჯენი მოუკლებელნი, რომელნი მოვიდენ ჩუენ თანა ზეცად და ჴელი აღგჳპყრან ჭირსა და მოწყალე-ყონ მსაჯული იგი ჩუენ ზედა, რომლისაცა ღირსმცა ვართ ყოველნი კადნიერებით წარდგომად მის წინაშე და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად, რომელნი მიეცემიან მოყუარეთა მისთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მარ-თალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად ხოლო მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“ (10,40-42).:

...თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“. დაღაცათუ ვინ სასუმელ ერთ წყალი გრილი ასუას ერთსა ვისმე ყოველთა უმცირესსა სახელისა ჩემისათჳს, მიიღოს სასყიდელი საქმისა მისთჳს უშრომელისა და წარუგებელისა. ხოლო რომელ აქა თქუა: „სახელად ხოლო მოწფისა“, მარკოზ განმარტებულადრე გჳთხრა: „სახელისა ჩემისათჳსო, რამეთუ ქრისტესნი ხართ“.

იხილეა, რავდენითა სახითა განაწესა გულსმოდგინედ შეწყნარებაჲ მათი და უჩუენა ყოველთა, ვითარმედ თანანადები არს საქმე ესე? პირველად თქუა: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“; მეორედ, რომელიგი უპოვრებით წარავლინნა; მესამედ, რომელ უბრძანა ბრძოლათა და განსაცდელთა შესლვაჲ; მეოთხედ, რომელ მისცა მათ საქმე სასწაულთაჲ; მეხუთედ, რომელ მშჳდობისა მიცემად განუწესა შემწყნარებელთა მათთა; მეექუსედ, რომელ არაშემწყნარებელნი მათნი უძჳრეს სოდომელთასა განაჩინნა; მეშჳდედ, რომელ თქუა, ვითარმედ: შემწყნარებელნი მათნი მას შეიწყნარებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ; მერვედ, რომელ სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისა და მართლისა აღუთქუა მიცემად; მეცხრედ, რომელ გრილისათჳსცა წყლისა მადლი განუმზადებიეს.

სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს

ხოლო აწ, მორწმუნენო, ვისმინნეთ სიტყუანი ესე უფლისანი და განვეკრძალნეთ შეწყნარებად უცხ...

სრულად ნახვა