გესმა, ვითარმედ მრავალნი თქუენ შორის იტყჳან, თუ: ვითარ იქმნების ესე, რომელ გუესმოდის რაჲ სწავლაჲ ესე სულიერი ეკლესიასა შინა, ლმობიერ ვიქმნებით და, გან-რაჲ-ვიდით ამიერ, ლმობიერებაჲ იგი წარჴდის და სხუად შევიცვალნით? ისმინეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმნების საქმე ესე: ამისთჳს, რამეთუ განხჳდეთ რაჲ ამიერ, მეყსეულად კაცთა თანა უწესო-თა აღერევით და საქმეთა ცუდთა და მავნებელთა შეექცევით. არამედ არა ჯერ-არს, მი-რაჲ-ხჳდეთ ეკლესიით სახიდ თქუენდა, მეყსეულად უწესოებისა ჴელ-ყოფაჲ, არამედ მი-რაჲ-ხჳდეთ კაცად-კაცადი სახლად, პირველად ლოცვისა შეწირვაჲ ჯერ-არს და მერმე წიგნისა ჴელად აღებაჲ და მცირედ აღმოკითხვაჲ და ესრეთ საქმეთა ჴორციელთა ჴელ-ყოფაჲ. აწ უკუე გნებავს თუ სმენილთაცა სიტყუათა არადავიწყებად და ლმობიერებისა მის კეთილისა დამარხვად, განაჩინეთ მსგეფსსა შინა ერთი დღე სულიერისა საქმისა შესაქცეველად და დღესა მას ერთსა შჳდეულისასა შემოკრბებოდეთ აქა და ისმენდით სიტყუათა ამათ სულიერთა და მას დღესა ყოვლითურთ სიტყუათა მათ იწურთიდით და სახლეულთა თქუენთა მიუთხრობდით, რაჲთა შეექუსოს ჴსენებაჲ თქუმულთა ამათ გონებასა თქუენსა და დაუვიწყებელ იქმნას. და არა ძნელ არს ესე,...
სახარებაჲ მათესი 1:22
22. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული. - ნუ იფიქრებ, რომ ეს ღმერთმა ცოტა ხნის წინათ განიზრახა, არამედ პირველითგან, დასაბამიდანვე. შენ, იოსებ, ვითარცა წინასწარმეტყველთა მცოდნემ და სჯულსა შინა განსწავლულმა, უფლის ნათქვამს დაუფიქრდი, რადგან მახარებელმა არა ესაიას მიერ თქმულიო თქვა, არამედ უფლისაგანო, ანუ კაცმა კი არ თქვა, არამედ ღმერთმა კაცისა პირით; ასე რომ, წინასწარმეტყველება სავსებით სარწმუნოა.
23. აჰა ქალწული მიუდგეს. - ებრაელები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველთან არა "ქალწული", არამედ "ახალგაზრდა ქალი" წერია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ, რამდენადაც ახალგაზრდა ქალს განუხრწნელს უწოდებს, ამდენად წმინდა წერილში "ახალგაზრდა ქალი" იგივეა, რაც "ქალწული". შემდეგ: უკეთუ ქალწული არ შობდა, ნიშანი და სასწაული როგორღა იქნებოდა? მოუსმინე, რას ამბობს ესაია: "ამისთვის უფალი თქვენ ნიშანს თავად მოგცემთ" (), და მაშინვე უმატებს: "აჰა ქალწული" და ა. შ. რადგანაც უკეთუ ქალწული არ შობდა, არც სასწაული იქნებოდა. ასე რომ, ებრაელები წმინდა წერილს ბოროტი...
...მელთა ენება, ჰრწმენა, ხოლო სხუანი იგი ნებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად, და აღესრულა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ.
ეგრესახედ საკჳრველიცა იგი შობაჲ ქალწულისაჲ იქმნა, რამეთუ იტყჳს მახარებელი: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“. რამე-თუ არა თუ ამისთჳს იქმნა დიდებული იგი საკჳრველი, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, არამედ ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა უფლისაჲთა, რამეთუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი არა თუ ამისთჳს აღესრულებოდეს, რომელ მათ თქუეს, არამედ რომელ-იგი ყოფად იყვ ნეს ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათჳს სამოსელთაჲსა, ვითარცა ყოფად იყო, ეგრეთცა იხილა წინაჲსწარმეტყუელმან პირველვე სულისა მიერ წმიდისა და თქუა; და სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა მისისაჲ აღესრულებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და ვითარცა ჯუარსაცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“. ;...
...არს წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, მადლობა ეწოდების; რამეთუ მრავალთა ქველისმოქმედებათა მისთა ჴსენებაჲ აღესრულების, და თავი იგი განგებულებისა მისისაჲ გამოჩნდების და ყოვლით კერძო მადლობად გუაწუევს; რამეთუ უკუეთუ ქალწულისაგან შობაჲ მისი საკჳრველ არს, რომლისათჳსცა განკჳრვებით იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი იქმნაო“, უკუეთუ შობასა „ყოველივე“ ეწოდა, რაჲ-მე ვთქუათ, ოდეს მოვიჴსენოთ ჯუარ-ცუმაჲ, დათხევაჲ სისხლისაჲ, სიკუდილი, და რომელ-ესე თავი თჳსი მოგუცა ჩუენ ტაბლად სულიერად და საჭმლად ცხორებისად?
ვჰმადლობდეთ უკუე სახიერებასა და სიტკბოებასა მისსა დაუცხრომელად. და ესე იყავნ დასაბამ ყოველთა საქმეთა და სიტყუათა ჩუენთა, მადლობაჲ ღმრთისაჲ. და ნუ ხოლო თავთა თჳსთათჳს ვჰმადლობთ, არამედ ძმათათჳსცა ჩუენთა, რაჲთა აღმასრულებელ ვიპოვნეთ სიყუარულისა. ამისთჳსცა მღდელი ჟამსა მას საიდუმლოთასა შესწირავს მადლობასა ყოვლისა სოფლისათჳს, პირველქმნულთა კეთილთა მისთათჳს ჩუენ ზედა და აწ ყოფადთა და მერმე მომავალთა. და ჩუენცა ეგრეთვე გჳბრძანებს ყოფად, რაჲთა ჭეშმარიტისა მის სიყუარულისა მიერ ქუეყანისაგან ზეცად ავმაღლდეთ და ანგელოზთა მობაძავ ვიქმნეთ, რამეთუ იგინიცა ჩუენ ზედა ქმნილთა კეთილთათჳს განწყობილნი მადლობასა შესწირვიდეს ღმრთისა და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთს...