თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, მახარებელო, რასა აღგჳჴსენებ საქმესა მას უჯეროებისასა? და რაჲ არს ესეო? - იტყჳს მახარებელი, - უკუეთუმცა კაცისა ლიტონისა ნათესავთა წარმოვიტყოდე, სამართლადმცა დავიდუმე ესევითარი; უკუეთუ კულა სიტყუაჲ ჩუენი უფლისა განჴორციელებულისათჳს არს, არა დადუმებაჲ, არამედ ქადაგებაჲ ესევითარისა მიღირს - გამოჩინებად მრავლისა მის სახიერებისა და ძლიერებისა მისისა, რამეთუ არა ამისთჳს მოვიდა, რაჲთა განიშოროს შეურაცხებაჲ ჩუენი და ყუედრებანი ჩუენნი, არამედ ამისთჳს, რაჲთა თავს-ისხნეს იგინი და განაქარვნეს; და ვითარცა არა რომელ სიკუდილი თავს-იდვა ოდენ, არამედ რომელ ჯუარცუმაჲცა დაითმინა, უმეტეს საკჳრველ იქმნა, დაღაცათუ საყუედრელ იყო საქმე იგი, არამედ რაოდენ საყუედრელ იყო, ესოდენ განითქუა კაცთმოყუარებაჲ მისი. ეგრეთვე შობასა მისსა ქალწულისაგან: არა ამისთჳს ოდენ გჳღირს განკჳრვებაჲ, რომელ ჴორცნი შეისხნა და კაც იქმნა, არამედ რომელ თავს-იდვა ნათესავსა მას შინა, რომლისაგან იშვა, ესევითართაჲ ყოფად და არასადა სირცხჳლ-იჩინა ჩუენი ესე უბადრუკებაჲ და შეურაცხებაჲ, რაჲთა ჩუენცა გუასწაოს არა სირცხჳლ-ჩინებაჲ შეურაცხებისათჳს გინა უკეთურებისა მშობელთა...
სახარებაჲ მათესი 1:3
2. აბრაჰამმა შვა ისაკი. - მახარებელი ქრისტეს გენეალოგიას აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველად მან მიიღო აღთქმა, რომ ყველა ხალხი მისი თესლით იკურთხეოდა. მაშასადამე, ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება მართებულია, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომლითაც ჩვენ ყეელამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც "მამა ერებისა", ისაკი კი, როგორც "სიხარული", "სიცილი". მახარებელი აბრაჰამის უკანონო შვილებს, მაგალითად, ისმაელსა და სხვებს, არ ახსენებს, რადგან იუდეველნი არა მათგან, არამედ ისაკისაგან წარმოიშვნენ.
2-3. ისაკმა შვა იაკობი. იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. - ხედავ, იუდა და ძმანი მისნი იმიტომაც მოიხსენია, რომ თორმეტი შტო მათგან წარმოიშვა.
4. იუდამ თამარისაგან ფარეზი და ზარა შვა. - იუდამ თამარი ცოლად თავის ძეთაგან ერთ-ერთს, ჰერს შერთო, ხოლო როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, იგი ცოლად ავნანს მისცა, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა თავისი სამარცხვინო საქციელის გამო სიცოცხლეს ისიც მოაკლდა, იუდას თამარი აღარავისზე აღარ დაუქორწინებია. მაგრამ რადგანაც თამარს...
...მაინც განაგრძობდნენ მათით საკუთარი თავის გახრწნას, მაშინ ქვეყნიერებაზე გამოჩნდა ყველას საერთო უფალი და კაცობრიობის მოდგმას სულიერი და სრულყოფილი განგებულება მიანიჭა, რომლის სახეც ზარა წარმოადგენდა. ამიტომაც მახარებელი ახსენებს თამარსა და მისგან შობილ შვილებს და ამბობს: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან" ().
3. იოსები ეგვიპტეში და ღვთის განგება (39:1-6)
ამრიგად, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა საღმრთო წერილში მოცემულს და ნურც ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე; არამედ, სიღრმეში ჩაწვდომითა და იქ დაფარული სიმდიდრის შეცნობით, ვადიდოთ ჩვენი უფალი, რომელიც ყოველივეს ესოდენ დიდი სიბრძნით განაგებს. თუ არ ვისურვებთ ყოველი აქ აღწერილი მოვლენის მიზეზებისა და მიზნების გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ მას დავგმობთ სისხლის აღრევისთვის მამამთილთან, არამედ აბრაამსაც დავაბრალებთ, რომ განზრახვით შვილის მკვლელი გახდა, — და ფინეესს, რომ ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ თითოეულის საქმეს გულდასმით შევისწავლით, მაშინ არც მათ დავგმობთ და თავადაც დიდ სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ისტორიას (იუდასა და თამარის ცხოვრებიდან), რამდენადაც შესაძლებელი იყო, თქვენთვის, საყვარელნო, განვმარტეთ.
ახლა, თუ არ დაღლილხართ და კვლავ გსურთ მოსმენა, მო...