მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1

სახარებაჲ მათესი 1 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

აჰა ესერა მესამე დღე არს ესე, ვინაჲთგან ვიწყეთ სიტყუად და ჯერეთ დაწყებაჲ სახარებისაჲ ვერ განგიმარტეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვი-თარმედ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყუათასა. მოედით უკუე, ნაკლულევანებაჲ იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რაჲ წინაგჳც საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთჳს, თუ რაჲსათჳს იტყჳს მშობელთა მისთა, ვინაჲთგან არა აქუს ზიარებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ანუ რაჲსათჳს...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

გაჴსოვსა, რაჲ-იგი გუშინ გამცენ თქუენ და გევედრე დუმილით და მყუდროებით სმენად სიტყუათა ამათ წმიდისა სახარებისათა? რამეთუ დღეს მეგულების შესლვად კარსა დიდებულისა მის ქალაქისასა, ამისთჳს მცნებაჲ იგი აღგიჴსენე; რამეთუ უკუეთუ ებრაელთა, ეგულებოდა რაჲ მიახლებად მთასა მას მკუმოლვარესა, ბნელსა მას და ნისლსა და არმურსა, და არცა მიახლებად, არამედ შორით დგომად და სმენად და ხედვად, ბრძანებაჲ მოიღეს სამ დღე...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).

სამად განყვნა ყოველნივე იგი ზემოწერილნი ნათესავნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თითოფერითა მით შეცვალებითა მოქალაქობათა და ნა-თესავთაჲთა არა შეიცვალა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ; არამედ გინა თუ მსაჯულნი დაუდგინნა ღმერთმან, გინა თუ მეფენი, გინა თუ მღდელნი, გინა თუ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (1,22-23).

გესმა, ვითარმედ მრავალნი თქუენ შორის იტყჳან, თუ: ვითარ იქმნების ესე, რომელ გუესმოდის რაჲ სწავლაჲ ესე სულიერი ეკლესიასა შინა, ლმობიერ ვიქმნებით და, გან-რაჲ-ვიდით ამიერ, ლმობიერებაჲ იგი წარჴდის და სხუად შევიცვალნით? ისმინეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმნების საქმე ესე: ამისთჳს, რამეთუ...

სარჩევი