მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:37

36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
სახარებაჲ მათესი თავი 10
37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ მეუფისაჲ? იხილეა, ვითარ გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი არს მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, თანაარსი და თანამოსაყდრე მამისაჲ? რამეთუ აჰა ესერა ბრძანებს განცხადებულად, რაჲთა ყოველივე შეურაცხ-ვყოთ და იგი მხოლოჲ შევიყუაროთ. და რად ვიტყჳ სხუასა რასმე? უკუეთუ თჳსსაცა სულსა უმეტეს სიყუარულისა მისისა პატივ-სცეს ვინ, იტყჳს: „არა ღირს არს ჩემდა“.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ არა წინააღმდგომ არსა ძუელისა შჯულისა, რომელი იტყჳს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“? ნუ იყოფინ! არა წინააღმდგომ არს, არამედ უფროჲსად ფრიად შეერთებულ, რამეთუ ძუელსა შჯულსა შინა ესრეთ განაწესებს, რაჲთა უკუეთუ ქმნიან მშობელთა კერპთმსახურებაჲ, არა თუ ხოლო მოიძულნენ შვილთა, არამედ ქვაჲცა დაჰკრიბონ. და მეორესა შჯულსა იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა და დედასა: არა გიცნი თქუენ, და ძმანი თჳსნი არა იცნნეს და ძენი თჳსნი განწირნეს, მან დაიმარხნეს სიტყუანი შენნი“. ხოლო უკუეთუ პავლე განაწესებეს დამორჩილებასა მშობელთასა, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:34-39 — რწმენის მახვილი და ჯვრის აღება:

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...მამაჲ თჳსი და დედაჲ და ცოლი და შვილნი, და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელმან არა დაუტეოს ყოველი მონაგები მისი და მერმეღა სულიცა თჳსი მისცეს სიკუდილად, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა. ; ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ? გნებავსა, კაცო, ცნობად, ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტჳრთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს? ისმინე, რასა იტყჳს პავლე მოციქული: „ვინ განმა-შორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“ და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“. ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად. ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი უღლისა მისგან და ტჳრთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთაჲსა ა...

სრულად ნახვა