თ ა რ გ მ ა ნ ი: კმა იყო ზემოთქუმული იგი ყოველივე დარწმუნებად კაცთა, რაჲთა შეიწყნარებდენ და ჰმსახურებდენ მოციქულთა; რამეთუ ვინმცა იხილნა ახოანნი იგი მჴედარნი ქრისტესნი, ლომებრ მორბედნი სოფელსა შინა, შეურაცხისმყოფელნი ყოვლითურთ თავთა თჳსთანი, რაჲთა სხუანი აცხოვნნენ, და არამცა გულსმოდგინედ შეიწყნარნა იგინი? გარნა ვინაჲთგან ზემო დიდი სასჯელი თქუა არაშემწყნარებელთა მათთათჳს, ვი-თარმედ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისა და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრეღა რომელთა-იგი არა შეგიწყნარნენ თქუენ, აწ კუალად შემწყნარებელთა მათთა სასყიდელსა წარმოიტყჳს, რაჲთა ცნან, ვი-თარმედ მათ უმეტესი კეთილი მოეტყუების შეწყნარებითა მით, ვიდრეღა მოციქულთა. ამისთჳსცა იტყჳს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. რაჲმცა უკუე შეესწორებოდა ამას პატივსა და ამას დიდებასა, შეწყნარებასა მამისა და ძისასა, რომელთაგან სული წმიდაჲ განუშორებელ არს? ხოლო სხუაჲცა აღუთქუა: სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელთა და მართალ-თაჲ მიიღონო შემწყნარებელთა მათ. ხოლო არა თქუა მარტივად: რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი და...
სახარებაჲ მათესი 10:40
40-41. ომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. - მოგვიწოდებს, რომ ისინი, ვინც ქრისტესთან არიან, შევიწყნაროთ, რადგან ვინც პატივს მის მოწაფეებს მიაგებს, პატივს მიაგებს მასაც და მის მიერ მამასაც. საჭიროა შეწყნარება მართალთა და წინასწარმეტყველთა სახელით მართლისა და წინასწარმეტყველისა, ანუ იმიტომ, რომ ისინი მართალნი და წინასწარმეტყველნი არიან და არა მეფეთა წინაშე რამდენადმე პირველობისა და მათი შემწეობის გამო. მაგრამ უკეთუ ვინმე წინასწარმეტყველი მხოლოდ გარეგნულადაა, ხოლო საქმით - არა, შენ ისიც შეიწყნარე ვითარცა წინასწარმეტყველი, და ღმერთი სამაგიეროს ისე მოგაგებს, თითქოს მართლაცდა წინასწარმეტყველი შეგეწყნარებინოს, რადგანაც სიტყვები: სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს ამას ნიშნავს. შეიძლება სხვაგვარადაც გაიგო, სახელდობრ, რომ მართლად იწოდება ისიც, ვინც მართალს იწყნარებს და იმავე საზღაურს მიიღებს, რასაც...
...სწორედ ამგვარად ამ მართლებმაც — მამამთავარმა აბრაამმა და ლოტმა — ეღირსნენ ზეციური მადლის მიღება და ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს იღებდნენ, ანგელოზთა და თავად ანგელოზთა უფლის მიღების ღირსნი შეიქნენ. ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ახლაც მივიღოთ იგი, — თავადვე თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). მაშ, მივიღოთ უცხოები, მათი გარეგნული მდაბალი მდგომარეობის ყურადღების გარეშე. თუ ასეთი სულის განწყობით გამოვიჩენთ სტუმართმოყვარეობას, მაშინ, შეიძლება, ოდესმე ჩვენც ვიმსახუროთ, ადამიანთა სახით, ისეთი სტუმრების მიღება, რომლებიც ანგელოზთა ღირსებას გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც...