თ ა რ გ მ ა ნ ი: „ესე ათორმეტნი წარავლინნაო“; ესე რომელნი, გჳთხარ-ღა? - მეთევზურნი ესე და უსწავლელნი და მეზუერენი; რამეთუ ოთხნი მე-თევზურნი იყვნეს და ორნი მეზუერენი: მათეოზ და იაკობ ალფესი; და ერ-თი იგი განმცემელი და სხუანიცა იგი უნდონი და გლახაკნი. რომლისათჳს განკჳრვებით იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ესე ათორმეტნი, რიცხჳთცა მცირედნი და ძალითა სიტყჳსაჲთა, ანუ სწავლულებითა, ანუ სიმდიდრი-თა უძლურნი და უნდონი წარავლინნა იესუ მოციქულებად და ამცნო მათ: „გზასა მას წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულ-თა სახლისა ისრაჱლისათა“. ნუ ჰგონებთო, ვითარმედ რომელ-ესე გმობენ ჩემდამო და ეშმაკეულით მიწოდენ, თუ მძულან იგინი და გარემიქცეულ ვარ მათგან, - ნუ იყოფინ! - არამედ ჯერეთ მნებავს ყოვლისავე ღონის-ძიებისა მათ ზედა ჩუენებად, ნუუკუე შეიკდიმონ და მოიქცენ. ამისთჳს მნებავს, რაჲთა ყოველთა პირველ მათდა მიმართ ჰყოთ ქადაგებაჲ თქუენი, მათ ასწაოთ, იგინი განჰკურნნეთ. ამისთჳს ყოვლადვე ნუ მიხუალთ გზასა წარმართთასა, ნუცა ქალაქსა სამარიტელთასა შეხუალთ; რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჰურიათა,...
სახარებაჲ მათესი 10:6
5-7. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - ესე! რომელნი ესე? მეთევზენი, უბრალო ადამიანები, მეზვერენი. უწინარესად ისინი იუდეველებთან წარგზავნა, რათა სათქმელად არ ჰქონოდათ: - რადგანაც მოციქულები წარმართებთან წარივლინენ, ამიტომ ჩვენ, იუდეველებმა, არ ვირწმუნეთო. ასე წაართვა უფალმა იუდეველებს თავის გამართლების საბაბი. სამარიელები მან წარმართების გვერდით დააყენა, რადგან ისინი, ყოფილი ბაბილონელები, იუდეაში დამკვიდრდნენ და წინასწარმეტყველები არ მიიღეს, არამედ მხოლოდ მოსეს ხუთ წიგნს ცნობდნენ, ზეცათა სასუფეველში კი მომავალ ტკბობას მოიაზრებდნენ. შეაიარაღა რა მოციქულები სასწაულებით, უფალი მათ ეუბნება:
8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. - არაფერი ისე არ შეშვენის მასწავლებელს, როგორც სიმდაბლე და...
...ანი — მეინაჴე, მეათერთმეტისანი — სწორ პირველთა; რამეთუ ჩუენ ზედა აღესრულებიან ყოველნი ესე იგავნი სახარებისანი; ვინაჲთგან "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარო" (), და "მივედით, — ნუ ლიტონითა მისლვითა, — არამედ უფროჲსღა მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), რამეთუ მათდა მოვიდა უფალი, მათ მიუვლინნა მოციქულნი, ხოლო იგინი რაჲ ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, მათ წილ ჩუენ გჳწოდა, და აწ ჩუენ ვართ პირმშო პირმშოთა მათ, ოდესცა მოიქცენ; დაღაცათუ მოციქული მითვე პირველითა ჩუეულებითა ჰურიასა პირველად იტყჳს, და მერმე — წარმართსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! (11,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჟამერთ დაყოვნებამან ჰურიათა რწმუნებისამან და ჰურიასტანით განსხმამან ქადაგთამან განამდიდრა სოფელი მრავალთესლთა წარმართთა მიერ, რაოდენ არა უფროჲს სავსება ექმნეს სოფელსა შემდგომად წარმართთასა მოქცევაჲ ჰურიათაჲცა. ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მოციქული, რაჲთა ნუგეშინის-სცეს და არა სასოწარკუეთილ ყვნეს იგინი და აღაშურვნეს წარმართთა მოსლვად სარწმუნოებად. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, ვითარმედ, რაოდენცამ...
...რქუა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველ ჯუარ-ცუმისაცა და შემდგომად ჯუარ-ცუმისა პირველად მათა მიმართ ყო ქადაგებაჲ, რამეთუ პირველ ჯუარ-ცუმისა ეტყოდა მოწაფეთა: „წარვედით ცხოვართა მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“, და შემდგომად ჯუარ-ცუმისა არავე დააყენნა, არამედ უბრძანაცა ქადაგებად მათდა. რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, არამედ რაჟამს-იგი ამაღლდებოდა ზეცად, უბრძანა, რაჲთა ჰურიათაცა უქადაგონ, და უფროჲსად პირველ სხუათასა, რამე-თუ თქუა: „შეიმოსოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ“. ამისთჳსცა მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგებად და მრავალ ჟამ იქცეოდეს იერუსალჱმს, და მერმე იდევნნეს მათ მიერ და ეგრეთ მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის; ვითარცა აწ მოასწავებს სიტყუაჲ უფლისა...