თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა სცნა, ვითარმედ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთჳს სახელებიცა თქუა ქალაქთაჲ მათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან ხუთნი მოციქულნი გამოვიდეს, რამეთუ პეტრე და ანდრეა, იაკობ და იოვანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნეს. რაჲ იყო უკუე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ჰრწმენა? არარაჲ სხუაჲ, გარნა ნებაჲ. ამათ თანა იყო გონებაჲ და ნებაჲ კეთილი, და შეიყუარეს ქრისტე. იგინი უკე-თურ იყვნეს გონებითა და ნებანი აქუნდეს ბოროტნი, ამისთჳსცა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფროჲსღა უძჳრეს იქმნეს სოდომელთაჲსა, რამეთუ თუალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე ჰრწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“. ხოლო ესევი-თარისა...
სახარებაჲ მათესი 11:22
21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.22. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.23. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.
სახარებაჲ მათესი თავი 11