მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:21

20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.22. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 11
21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადაიგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძი-თა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისა და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ“ (11,20-24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა სცნა, ვითარმედ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთჳს სახელებიცა თქუა ქალაქთაჲ მათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან ხუთნი მოციქულნი გამოვიდეს, რამეთუ პეტრე და ანდრეა, იაკობ და იოვანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნეს. რაჲ იყო უკუე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ჰრწმენა? არარაჲ სხუაჲ, გარნა ნებაჲ. ამათ თანა იყო გონებაჲ და ნებაჲ კეთილი, და შეიყუარეს ქრისტე. იგინი უკე-თურ იყვნეს გონებითა და ნებანი აქუნდეს ბოროტნი, ამისთჳსცა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფროჲსღა უძჳრეს იქმნეს სოდომელთაჲსა, რამეთუ თუალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე ჰრწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“. ხოლო ესევი-თარისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:20-24 — მხილება შეუნანებელ ქალაქთა:

20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს. - მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა, მათ კი მაინც არ მოინანიეს, უფალი იუდეველებს საყვედურობს.

21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა. - რათა შენ გაიაზრო, რომ ვინც არ ირწმუნა, ბუნებით კი არ იყო ბოროტი, არამედ საკუთარი ნებით და ბეთსაიდას შეგახსენებს, საიდანაც ანდრეა, პეტრე, ფილიპე და ზებედეს ძენი იყვნენ. ამგვარად, ბოროტება არა ბუნებიდან, არამედ თავისუფალი არჩევანიდან მომდინარეობდა. ბუნებისაგან რომ წარმომდგარიყო, მაშინ ისინიც ბოროტები იქნებოდნენ.

21-22. რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. - უფალი ამბობს, რომ იუდეველნი ტვიროსელებსა და სიდონელებზე უარესნი არიან, რადგან ტვიროსელებმა მხოლოდ ბუნებითი სჯული დაარღვიეს, ხოლო იუდეველებმა - მოსეს სჯულიც, ამასთან, მათ სასწაულები არ უხილავთ,...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სულგრძელობა და ვადის შემოკლება:

...აიდას ვაის წინასწარმეტყველებს რა: „ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა!... რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის,... მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ" (; 10:15). ხედავ, საყვარელო, როგორ სიტყვით „უმოლხინეს" უფალმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც აქ ასეთ დიდ სასჯელს განიცდიდნენ, ვინც ასეთ უჩვეულო და საშინელ დაწვას გადაიტანეს, თუმცა იქაც მოითმენენ სასჯელს, მაგრამ უფრო მსუბუქს, რადგან აქ უკვე განიცადეს ასეთი რისხვა? ამრიგად, რათა ნოეს თანამედროვეებსაც, ურჯულოებათა მომრავლებით, უფრო დიდი სასჯელი არ დაემსახურებინათ, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა, მათი შეუნანებლობა რომ იხილა, შეუმოკლა დრო, რომლის მოთმინებაც აღუთქვა. როგორც მორჩილთა მიმართ თავისი სახიერებისამებრ თავის განაჩენებს აუქმებს, მონანულთ მიღებს და მოსალოდნელი სასჯელისგან იხსნის, ისევე, პირიქით, როცა აღუთქვამს რაიმე კეთილს ან სინანულის დროს, მაგრამ ხედავს, რომ ადამიანები უღირსნი გახდნენ, მაშინ თავის აღთქმებს აუქმებს. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველის მეშვეობით: **„აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ვნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.

იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.

აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვი-ღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის დ...

სრულად ნახვა