თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თჳთ იგინივე, ჰურიათა ერნი მოიყვანნა მოწამედ სათნოებისა მის იოვანესა, რამეთუ სარწმუნო არს მტერთამიერი წამებაჲ; მეორედ, მისისა მის მოქალაქობისაგან გამოაჩინა მისი სიმაღლე; მერმე თავისა მიერ თჳსისა თქუა ქებაჲ მისი: „ჰე, გეტყჳ თქუენ, უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“; და აწ წინაჲსწარმეტყუელი შემოიყვანა მოწამედ თქუმულთა მათ, რაჲთა ყოვლითურთ აუწყოს საზომი სათნოებისა მისისაჲ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“, გამოაჩინა, თუ რომლითა სახითა არს უმეტეს წინაჲსწარმეტყუელთასა. რომლი-თა უკუე სახითა არს უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა? - რამეთუ ღირს იქმნა მეუფისა თუალითა ხილვად. ამისთჳსცა იტყჳს: „წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“. ესე იგი არს, მახლობელად შენსა. რამე-თუ ვითარცა სლვასა შინა მეუფისა დიდებულისასა, რომელი მახლობელად მისა ვიდოდის, სხუათა უპატიოსნეს არს, ეგრეთვე იოვანე მახლობელად მეუფისა მის მეუფეთაჲსა აღასრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ თჳსი და ღირს იქმნა თუალით ხილვად მისა და ნათლის-ცემად, იხილა სული წმიდაჲ სახედ ტრედისა, ესმა ჴმაჲ მამისაჲ ზეგარდამო, და ესრეთ იქმნა სხუათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა...
სახარებაჲ მათესი 11:9
8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.9. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.10. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
სახარებაჲ მათესი თავი 11