მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:47

46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
სახარებაჲ მათესი თავი 12
47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

სიტყუანი ესე არა თუ ამისთჳს თქუნა უფალმან, ვითარმცა სირცხჳლუჩნდა დედაჲ თჳსი, ანუმცა უარ-ჰყოფდა მისგან შობასა; ნუ იყოფინ! ვითარმცა სირცხჳლ-უჩნდა დედად წოდებაჲ მისი, რომლისა საშოსა დამკჳდრებაჲ და მისგან უაღრეს ბუნებათა შობაჲ არა უღირს-იჩინა? და ესოდენი აქუნდა მისთჳს მოღუაწებაჲ, ვიდრეღა ჟამსა მასცა, რაჟამს ჯუარსა დამოკიდებულ იყო, შეჰვედრა იგი მოწაფესა მას უმეტეს ყოველ-თა შეყუარებულსა და ამცნო შვილებრივისა ერთგულებისა და მსახურებისა ჩუენებად მისა მიმართ. არამედ აწ სიტყუათა ამათ მიერ ორსა განგებულებასა გამოაჩინებს: ერთად ამას მოასწავებს, ვითარმედ თჳნიერ სათნოებისა არა თუმცა სხუაჲ რაჲმე საქმე, არამედ არცა თუ დედობაჲ იგი ქრისტესი არადმცა სარგებელ ქმნილ იყო, უკუეთუმცა დედაჲ იგი არა ყოვლითავე სათნოებითა და კეთილისსაქმითა შემკობილ იყო; ვითარცაიგი ჭეშმარიტად უაღრეს იყო ქალწული იგი წმიდაჲ ყოველთა დაბადებულთასა სიწმიდითა სულისა და ჴორცთაჲთა და ყოვლითავე სათნოები-თა; რამეთუ არცა იპოვა დასაბამითგან მსგავსი მისისა სიწმიდისაჲ კაცთა ბუნებასა შინა. ამისთჳს ანგელოზთაცა უმეტეს იქმნა, უმაღლეს ქერობინთა და უდიდებულეს სერაბინთა. ხოლო უკუეთუმცა არა ესევითარი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:46-50 — ქრისტეს ჭეშმარიტი ნათესავნი:

46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. - კაცობრივი თვისების გამო დედამ მოისურვა ეჩვენებინა, რომ ყრმაზე უფლება ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა, ვინ იყო იგი. მას მოსწონდა პატივი, რომელსაც შვილი მორჩილებით მიაგებდა და ამიტომ მისი ყურადღების მიქცევა მაშინ მოისურვა, როცა იგი საუბრობდა. ქრისტე კი როგორ მოიქცა? როცა მისი განზრახვა შეიცნო, მოისმინე, რა უთხრა:

47-50. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. - ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ დედისთვის ესაყვედურებინა, არამედ, რათა მისი კაცობრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი პატივმოყვარული აზრი გამოესწორებინა. ის კი არ უთქვამს, დედაჩემი არ არისო, არამედ უკეთუ ღმრთის ნებას არ აასრულებს, ვერაფერს არგებს ის, მე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის