მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:22

21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 15
22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს რა მასთან ასეთი ღაღადებით მოსულს. ყოვნებს, სურს რა ყველას წინაშე გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" ()...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის დაყოვნება მართლის განდიდებისთვის (16:3):

...რამედ ყოველთვის მიმღებთა გადიდებაც, შეხედე, როგორ მოიქცა ქანანელ ქალთანაც, თითქოს აყოვნებდა და თავს არიდებდა მისი თხოვნის შესმენას, მაგრამ ეს სწორედ იმისთვის, რომ იგი მთელს ქვეყნიერებაში ცნობილი გაეხადა. როცა ის მოვიდა, ევედრებოდა და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (), კაცთმოყვარე და გულმოწყალე, ყოველთვის ჩვენს თხოვნებს წინმსწრები უფალი პასუხსაც კი არ აღირსებდა. და მისი მოწაფეები, არ იცოდნენ რა, თუ რა მოხდებოდა და როგორ ზრუნავდა თავად უფალი ამ ქალზე, და მხოლოდ იმიტომ არ პასუხობდა, რომ არ სურდა მისი ღირსება უცნობად დარჩენილიყო, მოწაფეებმა, ვამბობ, თითქოს მეტი თანალმობა ჰქონდათ, „მოუჴდეს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ", თითქოს ამით გამოხატავდნენ, რომ მისი შეუპოვრობა მათთვის უკვე აუტანელი იყო. „განუტევე ესე", ამბობენ, არა იმიტომ, რომ ასე უბედურია ან მისი თხოვნა სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ „ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ". რა თქვა უფალმა? სურდა რა თანდათანობით ქალის ღირსების გამოვლენა და მოწაფეთათვის სწავლება, რა ნაკლებად ესმოდათ მისი კაცთმოყვარეობა, ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ქალის გულსაც შეარხევდა, სულის სიმტკიცე რომ არ ჰქონოდა, მხურვალე სურვილი და ძლი...

სრულად ნახვა