...ც დაინახა, რომ მოწაფეებმაც მეტი ვერაფერი გააკეთეს, და თავის თავს არ უთქვამს: თუ მათ ვერ შეძლეს თავიანთი შუამდგომლობით ჩემთვის ღვთის მოწყალების მოპოვება, მაშ, რატომ ვხარჯავ ძალას ამაოდ? პირიქით, თითქოს ცეცხლში იწვოდეს, აალებული სულითა და შემუსვრილი გულით, მიეახლა, თაყვანი სცა და თქვა: „უფალო, შემიწყალე მე!" (). მაგრამ ამის შემდეგაც არ მოხრილა ქალის ვედრებით, არამედ წინაზე უფრო მკაცრი პასუხი მისცა: „არა კეთილ არს, — ამბობს, — მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (). იფიქრე, საყვარელო, და გაუკვირდი ამ სულის ძალას და მისი რწმენის არაჩვეულებრიობას: ძაღლის სახელი რომ ესმა, არ შეწყენინებია, უკან არ დაიხია, არამედ დიდი კეთილგულობით თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" (). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (...
სახარებაჲ მათესი 15:25
24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.25. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.
სახარებაჲ მათესი თავი 15