მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:15

14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?16. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 16
15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).

რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ მიუთხრან კეთილი იგი აღსაარებაჲ. და რაჲსათჳს პირველადვე არა ჰკითხა, თუ: „თქუენ ვინ გგონიე?“ არამედ ესრეთ ჰრქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა?“ ესე ამისთჳს, რაჲთა პირველად სხუათაჲ მათ უგულისჴმოებაჲ გამოჩნდეს და მერმე მეორედითა კითხვითა აღიყვანნეს იგინი მაღალსა მას გულისჴმის-ყოფასა. ამისთჳს არა წინაუყო სიტყუაჲ ესე დასაბამსა ქადაგებისა თჳსისასა, არამედ შემდგომად მრავალთა მათ სასწაულთა და მრავალთა მათ სწავლათა, რომელნი მიუთხრნა და თჳსი იგი მამისა თანა ერთობაჲ გულისჴმა-უყო, მერმეღა კითხვაჲ ესე წინაუყო. და არა ჰრქუა, თუ: რაჲ თქჳან ჩემთჳს მწიგნობართა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:13-16 — პეტრეს აღსარება:

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? - მათე ფილიპეს იმიტომ უმატებს, რომ არსებობდა სხვა კესარიაც - სტრატონისა, მაგრამ უფალი არა იქ, არამედ ამ კესარიაში ეკითხება მათ. მოწაფენი მას იუდეველთაგან შორს მიჰყავს, რათა ისე, რომ შიში არავისი ჰქონდეთ, გულახდილად უპასუხონ. უწინარესად იგი კითხულობს, როგორია ხალხის აზრი, რათა მათი შეგნება აამაღლოს და მრავალთა მსგავსად გონებრივად არ დაქვეითდნენ. ის კი არ უკითხავს, ვინ ვგონივარ მე ფარისევლებსო, არამედ ადამიანებსო, რომლებშიც წრფელ ხალსს გულისხმობს.

14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. - ვინც მას იოვანეს უწოდებდა, ისინი იყვნენ, რომელნიც, მსგავსად ჰეროდესი, ფიქრობდნენ, რომ აღდგომის შემდეგ იოვანემ ეს ნიჭიც - ნიჭი სასწაულთქმედებისა შეიძინა. სხვანი ელიას უწოდებდნენ, რადგან ამხელდა და კიდევ იმიტომაც, რომ მის მოსვლას ელოდებოდნენ; მესამენი - იერემიას, რადგან მისი სიბრძნე ბუნებრივი იყო და არა ნასწავლი, ისევე როგორც იერემიაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:

...ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“ ; ; მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ხოლო აქა ვინაჲთგან თქუა, თუ: „ჩუენ გურწმენა“, ამისთჳს სამართლად არა უტევა იუდას კრებულსა შინა მათსა. ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა პირველითგანვე თქუმითა მით უკეთურებაჲ იგი მიმცემელისა მისისაჲ მოაქცია, რამეთუ მან იცოდა, ვითარმედ არარაჲ ერგების მას სიტყუათა მათგან, გარნა იგი თჳსსა იქმოდა, რაჲთამცა ყოვლით კერძო არარაჲ დაუტევა, რომელიმცა ჯერ-იყო მის მიერ ქმნად. და იხილე სიბრძნჱ იგი! არცა სრულიად გამოაცხადა იგი, არცა დაფარა. ერთი იგი ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესსა კადნიერებასა და ურცხჳნოებასა მოვიდეს, ხოლო მეორჱ ესე ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდეს მიმცემელი, თუ დაფარულ არს და უცნაურ არს მისგან მისი იგი განზრახვაჲ. ამისთჳსცა ქუემორე უმეტესთა მოაწევს მის ზედა მხილებათა, რამეთუ პირველად სხუათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? (ფსალმ. 109,1) უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).:

...ე სიტყუაჲ დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკითხა სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს, თანასწორი მამისაჲ.

პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: „რასა იტყჳან კაცნი ჩემთჳს?“ ანუ „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რამეთუ კეთილ და შუენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა. ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.

ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად, შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი-იგი უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შეს-ძინა: „ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთაო“, რაჲთა გულისჴმა-ყონ უბადრუკთა მათ და შეშინდე...

სრულად ნახვა