მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:21

20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.
სახარებაჲ მათესი თავი 16
21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვი-თარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“ (16,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად“. - ესე იგი არს, ვინაჲთგან მაღალი ესე გულისჴმის-ყოფაჲ ასწავა მათ და განამტკიცნა გულნი მათნი სარწმუნოებად, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ; ვინაჲთგან წარმართთაცა წყალობისა დაწყებაჲ იყო, მიერითგან იწყო მოწაფეთა უწყებად, ვითარმედ ჯერ-არს მისა ვნებად ცხორებისათჳს კაცთაჲსა. არამედ იგინი ჯერეთ ვერვე გულისჴმა-ჰყოფდეს, რამეთუ იყო სიტყუაჲ იგი მათგან დაფარულ, და ვერ უწყოდეს საიდუმლოჲ იგი აღდგომისა მისისაჲ. ამისთჳს უფალმან განავრცელა სიტყუაჲ იგი და მიუთხრა, ვითარმედ: „ჯერ-არს მისა აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძ-ღუართაგან და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“, რაჲთა განუღოს გონებაჲ მათი, და გულისჴმა-ყონ სიტყუაჲ მისი. არამედ ეგრეთცა დაფარულ იყო სიტყუაჲ იგი მათგან, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს და კითხვად ეშინოდა, თუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, და ოდეს ყოფად არს ესე საიდუმლოჲ, რამეთუ მათ უმჯობესად უჩნდა არა სიკუდილი მისი ყოვლადვე, და აღდგომისა იგი სიტყუაჲ არა იცოდეს.

ხოლო იგინი რაჲ ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, კუალად ყოველთა უმჴურვალესმან პეტრე თჳსაგან იკადრა ამის სიტყჳსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:20-21 — ვნების წინასწარმეტყველება:

20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.- ქრისტეს სურდა, რომ ჯვარცმამდე მისი დიდება ჩრდილში დარჩენილიყო, რადგან უკეთუ ადამიანები ვიდრე ვნებამდე მოისმენდნენ, რომ იგი ღმერთია და შემდეგ წამებულს ნახავდნენ, როგორღა არ ცდუნდებოდნენ? ამგვარად, თავი მრავალთათვის იმიტომ დაფარა, რომ შემდგომად აღდგომისა, რაჟამს სული სასწაულებით ყოველივეს სწორად წარმოაჩენდა, ცდუნების გარეშე შეეცნოთ.

21 . მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. - უფალი წინასწარ ეუბნება მოწაფეებს მომავალი ვნების შესახებ, რათა, როცა ჟამი მისი მოულოდნელად დადგებოდა, არ ცდუნებულიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ეწამა და თანაც ისე, რომ წინასწარ არაფერ იცოდა. ამიტომაც ვნების თაობაზე მოწაფეებს მაშინ უმჟღავნებს, როცა მათ პეტრეს აღსარების შედეგად შეიტყვეს, რომ იგი ძე ღმრთისა იყო. მაგრამ სამწუხარო ამბავს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ მესამე დღეს აღდგებოდა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:

...ფად, რამეთუ ენება, რაჲთამცა თჳთ ეცნა თჳსი უძლურებაჲ სიტყუათა მიერ უფლისათა, ხოლო ვინაჲთგან ეგო იგი თჳსსა მას სიფიცხესა ზედა, მერმე უფალმან მიუშუა მას, რაჲთა ცნას თჳსი უძლურებაჲ, რა-ჟამს არა აქუნდა შეწევნაჲ მისი. რამეთუ თქუა უფალმან: „მივეცე ჴელთა მტერთასა“, ჰრქუა მან: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეჰრისხნა მას უფალმან, და ვერ განისწავლა, არამედ კუალად, ენება რაჲ ქრისტეს ფერჴთა მისთა დაბანად, აყენებდა იგი; და აწ ესმა რაჲ, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც მოდევნებად ჩემდა“, თქუა მან, ვითარმედ: „დაღაცათუ ყოველ-თა უარ-გყონ, მე არასადა უარ-გყოო“. ; და რაჲთა არა მოვიდეს ზუაობად და ისწავოს სიტყჳს-გებაჲ, ამისთჳს განსწავლა იგი, რაჲთა არღარა წინააღუდგებოდის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა იესუ: მე ვევედრე შენთჳს მამასა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“. ესე იგი არს, რაჲთა არა წარჰჴდე. და ამის ყოვლისა მიერ სიმდაბლესა ასწავებს და ბუნებასა კაცობრივსა ამხილებს, ვითარმედ არარაჲ არს იგი თავით თჳსით. რამეთუ განსწავლა იგი, რაჲთა არა სიტყჳსმიმგებელ იქმნას, რა-ჟამს-იგი მიიღოს განგებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ეგრეთცა ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).:

...აღო პირი პეტრესი და აღმოათქუმია სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“, ამისა შემდგომად იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ“. და აწ კუალად, ვინაჲთგან მთასა ზედა საკჳრველი იგი ხილვაჲ უჩუენა და წინაჲსწარმეტყუელნი წარმოადგინნა მოწამედ დიდებისა თჳსისა და სიტყუაჲ ესე იოვანესთჳს თქუა, ვითარმედ: „ელია აწვე მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა“, მეყსეულად თჳსი ვნებაჲ მოაჴსენა და ჰრქუა: „ეგრეცა ჯერ-არს ძისა კაცისა ვნებად მათგან“; და კუალად, შემდგომად მცირედისა, ოდეს განჴადა ეშმაკი იგი, რომელი ვერ უძლეს მოწაფეთა განჴდად, იქცეოდეს რაჲ გალილეას, ჰრქუა მათ: „ჯერ-არს ძე კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნესო ფრიად“. (მათ. 17, 22-23) ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, ოდეს ვნებისა თჳსისათჳს ეტყოდის, სასწაულთაცა აღასრულებს ნუგეშინის-ცემად მათა, ვითარცა ესერა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ც...

სრულად ნახვა