მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:27

26. ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 17
27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამ-ჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე იგი და ჰპოო მის შორი სატირი. მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (17,25-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე იშიშვოდა თქუმად მისა, უსწრო უფალმან და წარმოიღო სიტყუაჲ ესე. ხოლო ესე იგი არს, ვითარმედ: არა თანამაც მე მიცემაჲ ხარკისაჲ, რამეთუ უკუეთუ მეფენი ქუეყანისანი არა შვილთაგან მიიღებენ ხარკსა, არამედ უცხოთაგან, რავდენ უფროჲსად ჩემი ჯერ-არს აზნაურებაჲ ხარკის მიცემისაგან, რომელი-ესე არა ქუეყანისა მეფისაჲ, არამედ მეუფისა მის ზეცათაჲსა ძე ვარ და თჳთ მეუფე. გარნა „რაჲთა არა დავაბრკოლნეთო, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და ჰპოო მის შორის სატირი“, რომელი-იგი იყო ოქროჲ, რომელიცა უბრძანა მიცემად: „მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“.

რამეთუ პეტრეცა პირმშოჲ იყო, და სატირი იგი ესოდენი იყო, რომელ ორთა მათ პირმშოთა ხარკსა გარდამატებულად გარდაიჴდიდა. ხოლო პირველად გამოაჩინა, ვითარმედ არა თანამდებ არს იგი ხარკისა, და მერმე ბრძანა მიცემად, რაჲთა არა დაბრკოლდენო. ხოლო სხუასა ადგილსა უგულებელს-ყო დაბრკოლებაჲ მათი, ოდეს-იგი ჭამადთათჳს იტყოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს, ვითარმედ: ოდესმე, ჟამსა თჳსსა, ჯერ-არს ზრუნვაჲ არა დაბრკოლებად ვიეთმე, და კუალად სხუასა ჟამსა - უზრუნველობაჲ საქმისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:24-27 — დიდრაქმა და სტატირი თევზში:

24-25. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე. - ღმერთმა ინება, რომ ნაცვლად ებრაელ პირმშოთა, მისთვის ლევის ტომი მიეძღვნათ. ლევის ტომი 22000 კაცს ითვლიდა, ხოლო პირველშობილ ყრმათა რიცხვი 22073 იყო. იმ პირმშოთა წილ, რომელნიც ლევის ტომზე მეტი აღმოჩნდნენ, ღმერთმა მღვდლებისთვის დიდრაქმის მიცემა დააწესა. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ დიდრაქმა, რომელიც ხუთი სიკლი ან ორასი ობოლია, საერთოდ ყველა პირმშოს უნდა გადაეხადა. რადგან უფალიც პირმშო იყო, ამ გადასახადს ისიც იხდიდა. შესაძლოა, ქრისტეს სასწაულთა მხილველებს შერცხვათ და ამიტომაც არა მას, არამედ პეტრეს უთხრეს; ან კიდევ ასე უფრო ცბიერებისა გამო მოიქცნენ, ე. ი. თითქოსდა იმის თქმა უნდოდათ, თქვენი მოძღვარი, რომელიც სჯულის მტერია, განა დიდრაქმის გადახდას მოისურვებსო.

25-26. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...თაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“; ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მდაბლად ვიტყჳ, რაჲთა არა დაბრკოლდენ“; და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებისათჳს მისისა თქუმულ არიან სიტყუანი იგი მდაბალნი, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა? რამეთუ სხუასაცა ადგილსა მოიწია მისა ჴმაჲ, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. და ესრეთ მრავალთა მიზეზთათჳს მდაბლისმეტყუელებს მაღალი იგი სახიერებისათჳს მისისა და უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და კუალად, რაჲთა ასწავოს მათ სიმდაბლჱ, და მერმე, რაჲთა დაამტკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა ესმა სიტყუაჲ იგი და დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).:

...კოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცის უფალმან უგულებელს-ყოფაჲცა დაბრკოლებისაჲ და არა უგულებელს-ყოფაჲცა, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური“; ხოლო აქა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევენით ეგენი; ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმა-თანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (15,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი, ვითარცა მათთჳს მზრუნველად, გარნა მცირედ იგინიცა განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვერ იკადრებდეს თავისა თჳსისა მიერ თქუმად. ამისთჳს ვითარცა სხუათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყუაჲ ესე, რაჲთა ისწაონ ძალი თქუმულთაჲ მათ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ისმინე, რასა იტყჳს მარადის და ყოველსავე შინა მჴურვალე პეტრე: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“ (15,15). რამეთუ გულისზრახვასა მას სულისა თჳსისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად, თუ: დავბრკოლდები სიტყჳსა ამისთჳს; გარნა ესრეთ ლიტონად კითხვითა ენება ცნობად განმარტებაჲ სიტყჳსა მის. ამისთჳსცა უფალმან ჩუენმან სიბრძნით მიუგო მათ და ჰრქუა: „ყოველი ნერგი, რომელი ა...

სრულად ნახვა