მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:27

26. დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას.28. და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც.
სახარებაჲ მათესი თავი 18
27. შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი:

...ა, რომ ღვთის კაცთმოყვარეობასაც კი გვაშორებს! რომ ამაში დარწმუნდეთ, მინდა შეგახსენოთ სახარების იგავი, თუ როგორ მიიღო ერთმა (მოვალემ) ბატონისგან ათი ათასი ტალანტის პატიება, რადგან ფეხებში ჩაუვარდა ბატონს, თხოვდა და ევედრებოდა. "შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას" (). ხედავ ბატონის მოწყალებას? ის ფეხებში ჩაუვარდა და მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ" (). მაგრამ კეთილმა, შემწყნარებელმა და კაცთმოყვარმა ბატონმა, შეიბრალა რა მონა, არა იმდენი მისცა, რამდენსაც ითხოვდა, არამედ იმდენი, რამდენსაც ვერც მოელოდა. უფალი, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის აჭარბებს და წინ უსწრებს ჩვენს თხოვნას. ასე, როცა ის ვადის გახანგრძლივებას ევედრებოდა და მთელი ვალის დაბრუნებას პირდებოდა, უფალმა, სახიერებით ჩვენი შეცოდებანი რომ სძლევს, შეიბრალა და განუტევა იგი, და ვალიც შეუნდო. ხედავ, რას ითხოვდა მონა, და რამდენი უბოძა ბატონმა? ახლა უყურე ამ მონის უგუნურობას. ამ შეწყნარებისა და მისთვის აღმოჩენილი გამოუთქმელი ქველმოქმედების შემდეგ, მას ხომ თვითონაც უნდა გამხდარიყო თანამოძმეთადმი მეტად თანალმობიანი, მაგრამ ის სულ სხვაგ...

სრულად ნახვა