...ჩამწყვდეული?), არამედ მისმა თანამონებმა, თუმცა პირადად არ იყვნენ შეურაცხყოფილნი, მაინც ისე შეწუხდნენ, თითქოს თავად იყვნენ შეურაცხყოფილნი, მოვიდნენ და ყველაფერი მოუყვეს (ბატონს). და უყურე, როგორ განურისხდა ბოლოს ბატონი. "მაშინ მოუწოდა მას", — ამბობს წერილი, — "უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო" (). მართლაც, აქედან ჩანს, რამდენად დამღუპველია ბოროტთახსოვრობა. როცა ბატონი (მონისგან) ათი ათასი ტალანტის გადახდას მოითხოვდა, ბოროტს არ უწოდებდა; ახლა კი, როცა ეს მონა სასტიკი აღმოჩნდა თავისი თანამონისადმი, ბატონი ამბობს: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე" (). უყურე, როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს სიბოროტეში. განა შენ, ამბობს, სიტყვების გარდა რაიმე მეტი წარმოგედგინა? და მაინც, არ მივიღე შენი თხოვნა და არ შეგინდე მთელი ეს უზარმაზარი და ურიცხვი ვალი? "არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე" ()? როგორ შეიძლება პატიება იმსახურო, თუ მე, შენმა ბატონმა, შენ ასეთი დიდი ვალი შეგინდე მხოლოდ იმ შენი სიტყვების გამო (
სახარებაჲ მათესი 18:32
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნებელად, ნუვე უყოფთ სიტყუასა მას საქმით.
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს და თუალთ-ღება არა არს მის თანა (6,9).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლითა საწყაულითა მიუწყო, მითვე მოგეწყოს. ამისთჳს გეშინოდენ, რაჲთა არა გესმას: "მონაო ბოროტო, ყოველი თანანადები მიგიტევე შენ..." () და შემდგომი ამისი.
...სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვი-თარმედ ცოდვაჲ იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყუასა იწყებს, ვითარცა-იგი ყო მონასა მას ზედა, რომელი ასისა მის დრაჰკნისათჳს აშთობდა მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა მას უფალმანო: „მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ“; ეგრეთვესახედ აქა იტყჳს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“; რამეთუ არა სიყუარულისაჲ არს საქმე შენი, არამედ სიძულილისაჲ, და სახე კაცთმოყუარებისაჲ გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ, რამეთუ ყუედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყუასსა ზედა ცთომა-თათჳს მცირეთა, და მოძღურისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი-იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთჳს ორგულად სახელ-გდებ, რამეთუ სხუათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღა წლჳლთაცა და უნდოთა განიცდი, და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა თანაწარჰჴდები.
„აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა“.
აჰა ესერა გამოაჩინა, თუ ვის უჴმს არავისი განკითხვაჲ და ვისა ჯერარს სხუათაცა განმართებაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს პირველად დირისაჲ აღმოღებად თუალისაგან და მერმე ხედვად სხჳსა ცთომათა, რამ...