მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:4

3. მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?5. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც,
სახარებაჲ მათესი თავი 19
4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებაჲ მის მიერ გუაუწყა. ხოლო სიტყჳთ არა თქუა ესე, ვითარმედ: მე ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავ...

სრულად ნახვა