მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 19:5

4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?5. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც,6. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.
სახარებაჲ მათესი თავი 19
5. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23):

...ება, მაშინ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ძირამდე გადაბრუნდება: ერთმანეთისგან იმალებიან, ერთი ცოლს ეჭვობს, მეორე — ქმარს; და იქ, სადაც თანხმობა და ერთობა უნდა იყოს, ისინი, რომლებიც ერთი ხორცი უნდა იყვნენ — „და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც" () — ისეთ განხეთქილებამდე მიდიან, თითქოს უკვე სრულად განშორებულნი იყვნენ. მათში შემოპარულმა ეშმაკმა ისეთი წარწყმედა წარმოშვა, რომ ყოველდღე — ომია და ბრძოლა, და არასოდეს არის მოსვენება უბედურებისგან. და რა ვთქვათ მსახურთაგან გამოხატულ უპატივცემულობაზე, მეზობლებისგან დაცინვაზე, საჯარო სირცხვილზე? როგორც მესაჭეთა ურთიერთმტრობისას ნავზე მგზავრებიც საფრთხეში ვარდებიან და თავად ნავიც ხალხიანად ჩაიძირება, ისევე აქაც — თუ ქმარი და ცოლი მტრობენ, ბუნებრივია, მთელი სახლიც ტანჯვაში ჩაეფლობა. ამიტომ გევედრებით: ეს ყველაფერი წინასწარ რომ განჭვრიტოთ, ნუ მიჰყვებით მიღებულ ჩვეულებებს. ვიცი, ბევრი, ამ ჩვეულებებზე მითითებით, არც ჩვენი სიტყვების მოსმენა სურს; მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ ვთქვათ ის, რაც სასარგებლოა და რამაც მომავალი სასჯელისგან გათავისუფლება შეიძლება. სადაც სულისთვის ასეთი დიდი ზიანია, რატომ მიმითითებ ჩვეულებაზე? აი, მეც გთა...

სრულად ნახვა