მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 20:27

26. ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ;27. და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა.28. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 20
27. და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ შორის? ხოლო თქუენდა არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენგანსა წინა ყოფაჲ, იყოს თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა“ (20,25-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველად ამისვე პირისათჳს წარმოიღო რაჲ სიტყუაჲ, ოდეს-იგი ჰკითხეს მათ, თუ: „ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“, ყრმაჲ მოიყვანა სახედ და უბრძანებს ბაძვად სიმშჳდესა მას და სიმდაბლესა და უმანკოებასა ჩჩჳლთა ყრმათასა. ხოლო აწ უფიცხესადრე ამხილებს და შერჩულავს და ეტყჳს, ვითარმედ: საქმე ესე, უხუცესობისა ძიებაჲ, საწარმართოჲ არს და არა შემსგავსებული ჩემთა მოწაფეთაჲ.

იცოდა უფალმან, ვითარმედ დიდი მძლავრებაჲ აქუს ამას ვნებასა და დიდთაცა კაცთა აჭირვობს. ამისთჳს ძლიერად ჴელ-ჰყოფს აღმოფხურად მისა გულთაგან მოწაფეთაჲსა და ეტყჳს: უხუცესობაჲ უდარესთა ზედა და წუნობაჲ უმცირესთაჲ - ესე საქმე არს და ჩუეულებაჲ წარმართთაჲ, ხოლო თქუენ შორის, მეგობარნო ჩემნო, ესემცა წესი ნუ იპოების, უკუეთუ გნებავს მოწაფე ჩემდა ყოფად. რამეთუ იხილნა რაჲ, ვითარმედ განრისხნეს ორთა მათთჳს, ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სწავლაჲ ამის პირისაჲ: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ და ჴელმწიფებენ უდარესთა ზედა? ხოლო მე ესრეთ განმიწესებიეს, რაჲთა რომელმან ყოს თავი თჳსი უდარეს და უმცირეს ყოველთასა და ყოველთა მონა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
20:24-28 — ჭეშმარიტი სიდიადე მსახურებაშია:

24-28. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. - როცა ათმა მოწაფემ დაინახა, ქრისტემ ორს როგორ უსაყვედურა, განრისხდნენ, რითაც ნათელი გახდა, რომ ისინიც იმავე პატივს ესწრაფვოდნენ. მოწაფეები ჯერ კიდევ იმდენად არასრულყოფილნი იყვნენ, რომ ორი მათგანი დანარჩენ ათზე ამაღლებას ცდილობდა, ხოლო იმ ათს ამ ორისა შურდა. რადგანაც ათნი, რომელთაც ეს სიტყვები მოისმინეს, აღშფოთდნენ, უფალმა მათ მოუწოდა და ვიდრე საუბარს დაიწყებდა, უკვე ამ მოწოდებით დაამშვიდა. თუ მანამდე ზებედეს ძენი სხვებს გამოეყვნენ, რომ მასთან ესაუბრათ, ახლა თვითონ ყველას ერთად მიმართა. იცოდა რა, რომ სხვებზე მეუფებისა და პირველობის სიყვარული მეტისმეტად ძლიერია და ამიტომაც მისთვის...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა (13,3).:

...დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს" (). აჰა ესერა, დაღაცათუ წამებაჲ ესე არა უეჭუელ, არამედ სიმდაბლე და სიყუარული უეჭუელ ყვნა მომატყუებელად პირველობისა; სიმდაბლე უკუე - მსახურებითა, ხოლო სიყუარული — სულისა დადებითა. ამითვე წესითა პავლე სიყუარულსა დასდებს სრულმყოფელად უპოარებისა და წამებისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სიყუარულითა ღმრთისა და მოყუსისაჲთა იქმნებოდენ ორივე ესე.

მოციქულისაჲ: სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ (13,4).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერძო უფროჲს ყოველთა სათნოებათა აღამაღლა სიყუარული, აწ წარმოიტყჳს ნიშთა და საცნაურებათა მისთა, ვითარმედ არა ხოლო აღმოცენებულთა სიბოროტისა ნერგთა აღმომფხურელ არს, არამედ არცაღა თუ ყოვლად შეუნდობს აღმოცენებად მათდა სულგრძელებისა მიერ. გარნა ვინაჲთგან სულგრძელებნ ვინმე არა სიმშჳდისათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განძჳნებულ და განხეთქილ ყვნეს წინააღმდგომნი, ამისთჳს სახისმეტყუელებით სწავლის მათ, რაჲთა არა განძჳნებისათჳს, არამედ უფ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ჳს? „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და კუალად იტყჳს: „რომელსა ჰნებავს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა; რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისა თჳსისა საჴსრად მრავალთა“. და კუალად თქუა: „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-იგი მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდით“.

აწ უკუე, საყუარელო, დაღაცათუ არამცა ვის ჰპოებდი კაცთა შორის სახედ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ჰბაძევდი, უმეტესადმცა საკჳრველ იქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა, თჳნიერ სხუათა მიერ მოძღურებისა და სახისა, ვითარ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლო აწ ჩუენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი: პირველად უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე და მერმე აურაცხელი იგი სიმრავლე წმიდათაჲ, რომელთა საქმენი მზისა უბრწყინვალესად ბრწყინვენ. მათა მიმართ ჯერ-არს მარადის ხედვაჲ და მათი ბაძვაჲ და არა მათი, რომელთა დღეს ჰბაძავთ და პირსა შინა გქონან. რამეთუ მესმის, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ თქუენ შორის სიტყუაჲ, გარნა ესე: მან...

სრულად ნახვა