მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:2

1. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:2. ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.3. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.
სახარებაჲ მათესი თავი 22
2. ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა პირველსა მასცა იგავსა შინა და აწ ამას განყოფილებაჲ ძისა და მონათაჲ და თუ რაოდენ არს შორის მათსა? იხილეა ამათ იგავთა ფრიადი თჳსებაჲ და კუალად ფრიადი განყოფილებაჲ? რამეთუ ესეცა გამოაჩინებს სულგრძელებასა ღმრთისასა და განგებულებასა მისსა და უმადლოებასა ჰურიათასა და მოასწავებს უმეტესად დაცემასა მას ჰურიათასა და წოდებასა წარმართთასა. ამას თანა გუაუწყებს, ვითარმედ არა სარწმუნოებაჲ ხოლო ჯერ-არს, არამედ საქმენიცა კეთილნი, და თუ რაოდენი სასჯელი წინაუც შებღალულთა ცოდვითა. და კეთილად განაწესა ესე იგავი შემდგომად პირველთქუმულისა მის, რამეთუ მუნ თქუა: „მიგეღოსო თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“, ხოლო აწ გამოაჩინებს, თუ ვინ არიან ნათესავნი იგი. და არა ესე ოდენ, არამედ აურაცხელსაცა მოღუაწებასა მისსა გუაუწყებს, რომელი აჩუენა ჰურიათა ზედა. რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა იტყჳს წოდებასა, რომელ უწოდა პირველ ჯუარ-ცუმისა, ხოლო აწ გამოაცხადებს, ვი-თარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა არავე დასცხრა წოდებად. ოდეს-იგი სასტიკისა რისხვისა ღირს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:1-10 — იგავი საქორწინო პურობისა:

1-7. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. - მსგავსად ვენახზე თქმული იგავისა, ეს იგავიც იუდეველთა ურწმუნოებაზე მიანიშნებს, ოღონდ პირველი ქრისტეს სიკვდილს გამოხატავს, ხოლო მეორე - საქორწინო სიხარულს ანუ აღდგომას. ამასთან, აქ შედარებით იუდეველთა უფრო მძიმე ცოდვებია წარმოჩენილი, ვიდრე პირველ იგავში: რადგან იქ მათ ნაყოფის მოსათხოვნად მისულნი დახოცეს, ხოლო აქ - ქორწილზე მაწვეველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი...

სრულად ნახვა
მოძღვრება იდ-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.

ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.

მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას განგებულებასა და მოქმედებასა და მადლსა, რომელი ზეციერმან მამამან ჩვენმან იხმარა დასაბამითგან ჩვენისა განათლებისა და ცხოვრებისათვის. გარნა ვინაითგან ღმერთი მამა კაცობრივსა ნათესავსა გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს საშუალობითა ძისა თვისისათა, ამისათვის იგი ქორწილსა ამას უწოდებს ქორწილად ძისა თვისისა.

და წარავლინა მონანი თვისნი... ვინ არიან მონანი, რომელნი ღმერთმან წარავლინა წოდებად ქორწილსა ზედა? იგინი არიან ყოველნი მოძღვარნი წინასწარმეტყველნი, მამათ-მთავარნი, მღვდელნი და მღვდელ-მთავარნი, რომელთაც ღმერთი დასაბამითგან მიანდობდა ქადაგებასა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული გელათის სობოროსა შინა ჟამსა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელ. სეკტ. ჱ-სა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.); მოვიხსენე აგრეთვე სიტყვანი, რომელნი იმავე მოციქულმან მისწერა ტიტეს, მისგან ეპისკოპოსად ხელ-დასხმულსა: ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფად, ვითარცა ღვთისა მონისა; ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მეღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელისა შემძინელ, არამედ სტუმართ მოყვარე, კეთილისა მოყვარე, წმიდა, მართალ, ღირს, მომთმინე (ტი. ა, ზ.). მახსოვან კვალადცა სხვანი მრავალნი სწავლანი, მცნებანი, მხილებანი და დარიგებანი, რომელითა მაცხოვარი ჩვენი მოძღვრებდა თვისთა მოციქულთა, ხოლო შემდეგ მოციქულნი განაღვიძებდენ თვისთა მოადგილეთა - ეპისკოპოსთა. არა ვარ, კვალადვე, უმეცარ...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

...სტეს აზრი) რომ გაეგოთ, უთხრეს: „მოძღვარო! ჩვენს შორის იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო, მოკვდა უშვილოდ და ცოლი თავის ძმას დაუტოვა; მეორეც მოკვდა და, თესლი არ ჰყოლია, ცოლი ძმას დაუტოვა; ასევე მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ, მეექვსემ და მეშვიდემ. მაშ, აღდგომისას შვიდიდან ვისი ცოლი იქნება? ხომ ყველას ჰყავდა?" (; ; ). რა უპასუხა მათ ქრისტემ? „სცთებით, რამეთუ არა იცით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. აღდგომასა მას მკუდრეთით არცა ჰხდებიან, არცა განჰხდებიან, არამედ, ვითარცა ანგელოზნი... არიან". ხედავ, ქრისტესადმი სიყვარულით ქალწულების ხვედრის ამრჩევნი, მიწაზე მცხოვრებნი და სხეულით შემოსილნი, როგორ მიბაძავენ ანგელოზურ ცხოვრებას? ამიტომ, რამდენადაც ეს ღვაწლი დიდი და მაღალია, იმდენად, და უფრო მეტადაც, დიდია გვირგვინები და ჯილდო, და სიკეთენი, რომელიც დაპირებულია მათთვის, ვინც ქალწულებასთან ერთად სხვა სათნოებებშიც იღწვის. „ხოლო ადამ, — ნათქვამია, — იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ" (). ვინაიდან ურჩობით ცოდვა შემოვიდა და განაჩენმა პირველი ადამიანები მოკვდავნი გახადა, ყოვლისშემძლე ღმერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).:

...ნი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა? ; ; არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა? და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა. ; არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...(მარკ. 12,14); და რომელ ჰკითხეს განტევებისათჳს ცოლისა, ; და კუალად დედაკაცისა მისთჳს, რომლისა თქუეს, ვითარმედ შჳდ ქმარ ესხნეს. ; ; ხოლო თავადმან მუნ ამხილა მათი ტყუვილი, ვითარმედ: „რასა გამომცდით, ორგულნო?“ ; ; რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დაფარულნი გულთა მათთანი უწყნის, ხოლო აქა არა ამხილა, რაჲთამცა გუასწავა არა ყოლადვე მხილებაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ, არამედ მოთმინებაჲ ყოვლისაჲვე სიმშჳდით. ვინაჲთგან უკუე უგუნურებისა საქმენი იყვნეს, რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, ამისთჳს ისმინე, ვითარ მიუგო მათ, ერთად, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მზაკუვარებით ჰკითხვენ და არა ცნობისათჳს, და მეორედ, რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ უფროჲს სიტყუათასა უქადაგებიეს საქმეთა მიერ. რამეთუ მიუგო, ვითარმედ: „გითხარ თქუე...

სრულად ნახვა