მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:10

9. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა.10. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.11. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.
სახარებაჲ მათესი თავი 23
10. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო თქუა: „ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტესთჳს?“ და არა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქუა, თუ: მე ვარ. რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, ვითარმედ იგი არს, და სიტყუაჲ არა საჴმარ იყო, უფროჲსად მოწაფეთა მიმართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.

ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“.

აწ უკუე, ვითარცა სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი -...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:8-12 — ქრისტიანული თავმდაბლობა:

8-12. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. - ქრისტე იმას კი არ კრძალავს, რომ ვინმე მასწავლებლად იწოდებოდეს, არამედ კიცხავს იმათ, რომელთაც დაჟინებით სურთ, ასე იწოდებოდნენ და ამ წოდების მოპოვებისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავენ. მოძღვრის ღირსება, საკუთარი მნიშვნელობით, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ასევე, როცა ამბობს: მამით ნუვის ხადით - მშობლების პატივისცემას კი არ გვიშლის, რადგანაც, პირიქით, სურს, რომ მშობლებს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებს, პატივი მივაგოთ, არამედ ამ სიტყვებით ჭეშმარიტი მამის ანუ ღმერთის შეცნობამდე ავყავართ, რადგანაც მამა, საკუთარი მნიშვნელობით, ღმერთია. ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი შობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და თანამიზეზნი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის