მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:7

6. უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის7. და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!8. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
სახარებაჲ მათესი თავი 23
7. და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდინ კაცნი: რაბი! რაბი!“ (23,6-7).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესევითარნი ესე ზუაობანი დაღაცათუ ვიეთმე მცირედ და უნდოდ შეურაცხიენ, არამედ მრავლისა ბოროტისა მშობელ არიან და მიზეზ, და მრავალნი შფოთნი ამათგან იქმნებიან ქალაქთა შინა და ეკლესიათა, რომელნიცა მოვიჴსენნე რაჲ, ცრემლად ავიძრვი, თუ რომლისაღა ცუდისა საქმისათჳს ესევითარნი უწესოებანი იქმნებიან; რომელთა არცა თუ ჯერ-მიჩნს აღრაცხვად, გარნა დაღაცათუ მე დავიდუმო, მრავალთა მიერ საცნაურ არიან.

აწ იხილეთ მათი იგი ვერაგობაჲ: სიტყჳთ მოძღუარნი იყვნეს სათნოებისანი რეცა, და საქმით სახენი იყვნეს ყოვლისა ზუაობისა და ამპარტავანებისანი.

ამისთჳს უფალმან სხუანი იგი ცთომანი მათნი ამხილნა ხოლო და თანაწარჰჴდა. ხოლო მო-რაჲ-ვიდა მთავრობისმოყუარებისა მათისა ჴსენებად, რომელ-ესე ყოველთა ბოროტთა მიზეზი არს, განგუაკრძალებს და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:1-7 — ფარისეველთა თვალთმაქცობა:

1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც ისინი ბიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, იმასაც აჩვენებს, რომ თვითონ, არა თუ წინააღმდეგია მოსეს სჯულისა, არამედ, პირიქით, სჯულის მცნებათა აღსრულება სურს, თუმცა კი მოძღვარნი უღირსნი არიან. იგი ამბობს, რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ჩათვალეთ, რომ მოსე, უფრო ზუსტად კი, ღმერთი გეუბნებათ. შენ იკითხავ: ნუთუ ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, უნდა გავაკეთოთ, ცუდიც რომ იყოს? ამაზე გიპასუხებ: ჯერ ერთი, მოძღვარი ისე არასდროს გაკადნიერდება, რომ ვინმე ბოროტებისაკენ მიაქციოს და მეორეც: კიდევაც რომ დავუშვათ არსებობა მოძღვრისა, ვინც ადამიანებს ბოროტი ცხოვრებისაკენ მიდრეკს, ასეთი არც მოსეს საყდრიდან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის