თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად ძმანი ვართ ყოველნი და არარაჲ ვის აქუს ბუნებით უმეტესი მეორისა, გარნა თუ ღმრთისა მიერ აქუნდეს რაჲმე მადლი, ხოლო ბუნებით ყოველნი სწორ ვართ. ამისთჳს პავლე იტყოდა: „რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? ანუ რაჲ არს კეფა? მსახურნი არიან“. არა თქუა, თუ: მოძღუარნი არიან, არამედ მსახურნიო, „რომელთაგან თქუენ გრწმენა“.
სახარებაჲ მათესი 23:8
8-12. ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. - ქრისტე იმას კი არ კრძალავს, რომ ვინმე მასწავლებლად იწოდებოდეს, არამედ კიცხავს იმათ, რომელთაც დაჟინებით სურთ, ასე იწოდებოდნენ და ამ წოდების მოპოვებისათვის ყოველგვარ საშუალებას მიმართავენ. მოძღვრის ღირსება, საკუთარი მნიშვნელობით, მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. ასევე, როცა ამბობს: მამით ნუვის ხადით - მშობლების პატივისცემას კი არ გვიშლის, რადგანაც, პირიქით, სურს, რომ მშობლებს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებს, პატივი მივაგოთ, არამედ ამ სიტყვებით ჭეშმარიტი მამის ანუ ღმერთის შეცნობამდე ავყავართ, რადგანაც მამა, საკუთარი მნიშვნელობით, ღმერთია. ხორციელი მშობლები მიზეზნი კი არ არიან ჩვენი შობისა, არამედ მხოლოდ თანამოქმედნი და თანამიზეზნი...
...რ გვყავს, თავად უფალი, ჩვენს გულებში შესვლით, განანათლებს გონებას, გულისხმისყოფას გაუნათებს, ფარულს გაგვიხსნის და ასე ხდება ჩვენი მოძღვარი ჩვენთვის უცნობ საგნებში, ოღონდ ჩვენ გვენდომოს იმის გაკეთება, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. „ნუ იწოდებით რაბბი, — ამბობს წერილი, — ... და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა" (). ასე რომ, როცა სულიერ წიგნს ხელში ავიღებთ, გონება მოვკრიბოთ, ზრახვები შევაგროვოთ და ყოველი ამქვეყნიური აზრი მოვიშოროთ, და ასე აღვასრულოთ კითხვა დიდი მოწიწებითა და სრული ყურადღებით, რათა ღირსნი ვიყოთ სულიწმინდის ხელმძღვანელობისა წერილში დაწერილის გაგებაში და დიდი სარგებელი მივიღოთ. აი, ეთიოპიის დედოფლის საჭურისი, უცხოტომელი, იმ დროსაც კი, როცა ასეთი დიდებულებით ეტლზე მიექანებოდა, კითხვას არ უგულებელყოფდა, არამედ წინასწარმეტყველის წიგნს ხელში ეჭირა და გულმოდგინედ კითხულობდა, თუმცა მასში მოცემულს ვერ იგებდა. მაგრამ, რადგან თავისი მხრიდან ყველაფერი გაიღო — მოშურნეობა, გულმოდგინება, ყურადღება — ხელმძღვანელიც მიიღო. გაიფიქრე, გთხოვ, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ წერილის კითხვა მგზავრობის დროსაც არ უგულებელყო, თანაც ეტლზე მჯდომმა. ეს ისმინონ მათ, ვისაც სახლშიც კი არ სურთ ამის გაკეთება, არამედ ფიქრობენ, თითქოს საღვთო წერილის კი...
...ს და იგივე ჩემიცა და მისი. ხოლო რაჲსათჳს ესრეთ თქუა და არა სხუაებრ? ამისთჳს, რამეთუ სულისა წმიდისათჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა; და ამისთჳს ერთისა მიმართ ოდენ საქმისა იღუწის - რაჲთა სარწმუნო იქმნას იგი მათ მიერ და არა დაბრკოლდენ. რამეთუ ვინაჲთგან ეტყოდა, ვითარმედ: „ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ უკუეთუ მას დაემორჩილნენ, ამას ურჩ ექმნებიან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: მისი და ჩემი სწავლაჲ ერთ არს, და რომლისაჲ მე მეგულებოდა თქუენდა სწავლაჲ, მისთჳს გრქუას მანცა, და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მისი სწავლაჲ სხუაჲ რაჲმე არს, რამეთუ ჩემი არს და ჩემსა დიდებასა დაამტკიცებს იგი, რამეთუ ერთი ნებაჲ არს მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ. ეგრეთვე უკუე ჩუენიცა ყოფაჲ ჰნებავს უფალსა, ვითარცა იტყოდა: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“, და არარაჲ არს სწორ ერთობისა და სიყუარულისა.
სწავლაჲ ოჱ ერთობისათჳს და სიყუარულისა
ხოლო ამით სახითა ერთი არა ერთი არს, არამედ მრავალი, რამე-თუ უკუეთუ ერთსულ იყვნენ ორნი გინა ათნი, არღარა ერთ არს ერთი იგი, არამედ ათწილად განმრავლდების თითოეული მათი, და ჰპოვო ათთა მათ შორის ერთი იგი და ერთთა შორის - ა...
...ტყუაჲ მათი შემოიღო, რაჲთა არა სამძიმარ იყოს მის მიერ თქუმული, და თჳსითა სიტყჳთა დამტკიცებაჲ მათისა სიტყჳსაჲ დაუმძიმებელ და უეჭუელ ჰყოფს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდის, გამოაცხადებს თავსა თჳსსა? რამეთუ ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნუვის ჰხადით მოძღუარ ქუეყანასა ზედა“; და კუალად იტყჳს: „ნუვის ჰხადით მამად ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მოძღუარი და მამაჲ თქუენი“. ხოლო ერთი ესე არა თუ მამისათჳს ოდენ თქუმულ არს, არამედ თავისა თჳსისათჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა არა თავისა თჳსისათჳსცა იტყოდა, ვითარმცა თქუა, თუ: „რაჲთა იქმნნეთ შვილ ნათლისა“? ანუ უკუეთუ მამასა ოდენ იტყჳს მოძღურად, ვითარ იტყჳს აწ, ვითარმედ: „ვარო“?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი...