მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:19

18. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!20. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა.
სახარებაჲ მათესი თავი 24
19. ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!“ (24,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მიდგომილთა - ამისთჳს, რამეთუ ვერ ძალ-უც ადვილად სივლტოლაჲ ტჳრთითა მით მიდგომილებისაჲთა დამძიმებულნი; ხოლო რომელნი აწოებდენ - ამისთჳს, რომელ შეპყრობილ არიან სიყუარულითა მით და წყალობითა შვილთა მათ მწოვართაჲთა, დატევებად მათა ელმის და წარყვანებად ვერ ძალ-უც, რამეთუ საფასეთა უგულებელს-ყოფაჲ ადვილ არს, ხოლო ბუნებითთა მათ საქმეთა ვერვინ თანაწარჰჴდეს.

ვითარ ეგების მიდგომილისა სუბუქ-ყოფაჲ? ანუ რომელი აწოებდეს, ვითარ შეურაცხ-ყოს ნაშობი იგი თჳსი? ამისთჳს ვაებაჲ არს ორთადავე ჟამსა მას სივლტოლისა და ჭირისასა. კუალად გამოაჩინებს სიმძაფრესა მას განსაცდელისასა და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:15-20 — იერუსალიმის მოოხრება:

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უკან მოუხედავად გაქცევას უბრძანებს, ისე რომ, არ უნდა ეზრუნათ არაფერზე, რაც სახლში ჰქონდათ, არც სამოსსა და არც სხვა რამ ნივთზე. ზოგიერთები "საძაგელში მოოჴრებისა" ანტიქრისტეს გულისხმობენ, რომელიც სამყაროს ნგრევისა და ეკლესიათა რღვევის ჟამს გამოჩნდება და ტაძარში დაჯდება, და შესაბამისად ამისა, ბრძანებაც გაქცევისა ასე ესმით; ის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის