მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:4

3. მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა4. და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.5. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
სახარებაჲ მათესი თავი 26
4. და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა და სიყუარულითა მით სულისაჲთა თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს (15,30-31).:

...აჲ მათი. არამედ იხი გარდამატებული სიმდაბლე პავლესი, ვითარ ლოცვასა ითხოვს მოწაფეთა მიერ, არა რაჲთა იბრძოლოს ანუ სძლოს ურჩთა მათ სახარებისათა, არამედ რაჲთა ყოვლად ეკუეთოს-ვე არა; სიტყჳსაებრ მოძღურისა და უფლისა თჳსისა, ვითარმედ: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (), რაჲთა გამოაჩინოს სიბოროტე და მგელთ მიმსგავსებულობაჲ მათი.

მოციქულისაჲ: და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ (15,31).

თარგმანი: ამით სიტყჳთა დიდსა ღირსებასა წამებს წმიდათა მათსა, რომელთა მიმართ წარვიდოდა, ვითარმედ ესოდენ მრავლისა ერისა მიერ სალოცველ არს, რაჲთა შეიწყნარონ მათ წარგზავნილი მათდა. ამას თანა ამასცა იტყჳს, ვითარმედ არა კმა არს მიცემაჲ ოდენ ქველისსაქმისაჲ ღონედ შეწყნარებისა, რამეთუ რაჟამს იძულებით ვინმე მისცემდეს ანუ ნატაცებისაგან ანუ ცუდად-მზუაობრობისათჳს, — ესევითარი იგი ქველისსაქმე შეუწყნარებელ და უნაყოფო არს.

მოციქულისაჲ: რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა, ნებითა ღმრთისაჲთა, და თქუენ თანა განგისუენო (15,32).

თარგმანი: ორნი ესენი არიან მიზეზ მხიარულებით მოქცევისა მისისა, რაჲთა განერეს ურჩთა მათგან, და რაჲთა შეწყნარებულ იქმნას ძღუენი მისი, და კუალად, ნებასავე ღმრთისასა დამოჰკიდებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...რი იგი და შეიპყრის ახოანმან მან და ძლიერად დააკუეთის, ეგრეთვე უფალმან უძლურებითა კაცობრივითა მოიყვანა მტერი ბრძოლად თჳსად და ძლიერებითა თჳსითა შემუსრა იგი და კაცი განაძლიერა მის ზედა.

ამისთჳს იწყო მწუხარებად და ურვად და ილოცვიდა თანაწარსლვად სასუმელი იგი და იტყოდა: „სული გულსმოდგინე არს, და ჴორცნი - უძლურ“, რაჲთა ამით სახითა მოუჴდეს მბრძოლი იგი, ვითარცა კაცსა, და პოოს ძალი ღმრთეებისაჲ.

ამით სცთა მაცთური იგი. მოუჴდა უფალსა და, ხედვიდა რაჲ ახოვნებასა მისსა, ეშინოდა. კუალად ხედვიდა უძლურებასა ჴორცთასა და შეჰკადრებდა. და ესრეთ მოცთომილ იყო და განლიგებულ, რამეთუ რავდენგზისცა მოუჴდა უფალსა, იძლია და ლტოლვილ იყო ყოვლითურთ მთავრობით და ჴელმწიფებით თჳსით.

ხოლო ჟამსა მას ცხოელსმყოფელისა ვნებისასა შემოიკრიბა ბილწმან მან ყოველი მჴედრობაჲ თჳსი და კუალად მოუჴდა. მაშინ ყოველნივე აღ-ძრნა უფალსა ზედა: ჰურიათა აზრახა მოკლვაჲ; პილატე თანაშეაწია, რაჲთა დასაჯოს; მჴედარნი აბირნა, რაჲთა განკიცხონ. და არა იცოდა დაწყეულმან, ვითარმედ დაჴსნად თავისა თჳსისა მოსწრაფე იყო, რამეთუ მარადის უკეთურებაჲ ბრმა არს. არა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ მახჳლსა მას, რომელსა ლესავს, გულსა თჳსსა დასობად იყო. რამეთუ ვითარცა ცეცხლი თუ აღიღოს ვინ ჴელითა და სხჳსა მიაგდებდეს, პირვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).:

...ლთასა, რაჲთა წინააღუდგე მტერისა ზედამოსლვასა და მოიღო გჳრგჳნი იგი ძლევისაჲ ბრწყინვალე. ამისთჳსცა თავს-იდებს იგი გამოცდად ეშმაკისაგან, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჯერ-არს შენდაცა გამოცდად და გამოჴურვებად განსაცდელთაგან ახოვნებით.

და ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსაო, ვითარმედ: „ილოცევდით, რაჲ-თა არა შეხჳდეთ განსაცდელსა“? - მეტყჳან ვიეთნიმე. არამედ გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ ესე ამისთჳს ბრძანა, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ, ვი-თარმედ არა ჯერ-არს თავით თჳსით შთაგდებაჲ თავთა ჩუენთა განსაცდელად, არამედ ოდეს მოიწინენ და ვიწოდნეთ გამოცდად, მაშინ ახოვნად დავდგეთ. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: აღვიდა იესუ, არამედ: „აღმოიყვანაო სულისაგან“, წესითა მით და სახითა განგებულებისაჲთა და ბუნებითა ჴორცთა მათ კაცობრივთაჲთა, რომელნი ცხორებისა ჩუენისათჳს შეიმოსნა. და იხილე, თუ სადა აღიყვანა იგი სულმან წმიდამან, არა ქალაქად და სოფლად, არამედ უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ენება ეშმაკისა ბრძოლად მოხდად, აღიყვანა უდაბნოდ, რაჲთა არა შიმშილისაგან ხოლო, არამედ უდაბნობისაგანცა ადგილისა მის მიეცეს მას მიზეზი ბრძოლად მოსლვისაჲ, რამეთუ წეს არს ესე ეშმაკისა: მაშინ უმეტესად ბრძოლისა აღდგინებად, ოდეს უდაბნოს თჳსაგან ვიყვნეთ; ხოლო ოდეს ზოგად ვიყოფებოდით, არა ესრეთ ცხარედ მოვალს ბრძოლად. და ამისთჳს წე...

სრულად ნახვა