...ნებს, რამეთუ მრავალნი ნელსაცხებელსაცა სულნელსა შთაასხმენ სახუეველთა შინა და ესრეთ დაჰმარხვენ. ესე უკუე საქმენი არა ცოფთანი არიანა? და უკუეთუ ვინ თქუას: და ქრისტე რად ესრეთ დაჰმარხესო? მე ვიტყჳ, ვითარმედ: მისთა საქმეთა ნუ შეასწორებ კაცთა თანა. რამეთუ ნელსაცხებელიცა დაასხა მეძავმან ფერჴთა მათ მისთა წმიდათა. ; ; და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“, და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი...
სახარებაჲ მათესი 26:7
6. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,7. მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.8. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?
სახარებაჲ მათესი თავი 26