მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:42

41. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს:42. სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი.43. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
სახარებაჲ მათესი თავი 27
42. სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ესმოდის ვისმე ესე ყოველი და ჰრცხუენოდის, რომელ-იგი უფალი და მაცხოვარი და მეუფე ყოველთაჲ დაისაჯა პილატეს მიერ და ჰურიათაგან ჯუარს-ეცუა, შეიკრა, იგუემა, ეკიცხევდეს და ემღერდეს და ბასრობდეს და ყოველი ძჳრი და ტანჯვაჲ შეამთხჳეს. ამის ყოვლისათჳს ნუუკუე ვინმე მორწმუნეთაგანი კდემულ არს და თავდადრეკილ.

რამეთუ მზემანცა ვერ თავს-იდვა ხილვაჲ იგი, არამედ დაბნელდა, რაჲთა სხუათაცა თუალნი გარემიაქცინეს ხილვისა მისგან. და არღარა ზრუნვიდა მცნებასა მას, რომელი მიეღო ნათობად კაცთა, არამედ იკადრა გარდასლვად, იხილა რაჲ, ვითარ რომელმან მცნებაჲ იგი ბრძანა მეუფემან, აწ კაცთაგან ევნებოდა და იტანჯებოდა.

გარნა უკუეთუ მიზეზი იგი ვისწავოთ, თუ რაჲსათჳს ვნებაჲ იგი თავსიდვა უფალმან, არღარა გურცხუენოდის, არამედ გჳკჳრდეს სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ მისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთჳს მოყავთ, ძმანო, ყური თქუენი და ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: რამეთუ არა თუ თავისა თჳსისათჳს ევნებოდა უფალსა, „რომელმანიგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, არამედ ჩუენთჳს ელმოდა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:33-44 — ჯვარცმა და გმობა:

33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა“ (10,18).:

...„მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან“. არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას, ვითარმედ: საქმჱ ესე, რომელსა მე ვიქმ, ფრიად სთნავს მას; რაჲთა რაჟამს მოკლან იგი, არა ჰგონებდენ, თუ დაუტევა იგი მამამან, და ვერ აყუედრებდენ, რომელსა-იგი აყუედრებდეს, ვითარმედ: „სხუანი აცხოვნნა და თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც ცხოვნებად“; ; ; და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“. ; ; ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

...ს.

და იხილეთ, ვითარ ჟამსა ჯეროანსა იქმნეს სასწაულნი იგი: ვინაჲთგან ყოველივე ძჳრი აჩუენეს უფალსა, ტანჯეს, ჯუარს-აცუეს, განბასრეს, ეკიცხევდეს, და ყოველი გულისწყრომაჲ მათი დააცხრვეს, მაშინ გამოაჩინნა სასწაულნი იგი, რაჲთა გულისჴმა-ყონ და შეინანონ, და არა შეინანეს.

ეტყოდეს: „გარდამოჴედინ ჯუარით, და გურწმენესო“. და არა-მე ესე საქმენი უსაკჳრველეს იყვნესა, ჵ უგუნურნო, ვიდრე გარდამოსლვაჲ ჯუარით?

ეჰა ფრიადი გულფიცხელობაჲ! ჵ სასოწარკუეთილი იგი გონებაჲ მა-თი! რამეთუ ცხად იყო საქმე იგი, ვითარმედ არა ჩუეულებისაებრი მოკლებაჲ იყო მზისაჲ; რამეთუ სამი ჟამი დაყო ბნელმან მან, რომელ-ესე არაოდეს იქმნების უმეტეს ერთისა ჟამისა მოკლებაჲ მზისაჲ; ხოლო მა-შინ სრულიად დაბნელდა. და ესე იქმნა სავსებასა მთოვარისასა; რომელ არასადა ქმნილ არს დასაბამითგან, რაჲთამცა სავსეღა იყო მთოვარე, მოაკლდამცა მზესა. რამეთუ ბუნებითი იგი მზისა მოკლებაჲ იქმნების, ოდეს მთოვარე დღისი ეწიოს და ქუეშეთ კერძო წარვლოს და დაფაროს მზე, რამეთუ უმაღლესსა გზასა ვალს მზჱ, ხოლო ოდეს მთოვარე სავსებით იყოს, ესე არა შესაძლებელ არს. გარნა მაშინ ოდენ იქმნა, რაჲთა იყოს უცხო და საკჳრველ.

აწ უკუე, გინა თუ უფლისა მიერ ქმნილადმცა ჰრწმენა საქმე იგი, გინა თუ მამისა მიერ მოწევნაჲ რისხვისაჲ გულისჴმა-ყვეს,...

სრულად ნახვა