მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:46

45. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.46. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?47. და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე.
სახარებაჲ მათესი თავი 27
46. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).:

კუალადცა ცხოელსმყოფელთა მათ ქრისტეს ვნებათათჳს ვიტყოდით, რამეთუ კეთილ არს მარადის ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.

ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“. ესე იგი არს, ოდეს ჯუარს-მაცუათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმნულ ხართ, მაშინ უმეტესად სცნათ ძალი ჩემი. რამეთუ შემდგომად ჯუარ-ცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა, და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს, და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაჲ.

ქადაგებაჲ ქრისტჱსი აღყუავნა და კიდეთა ქუეყანისათა განეფინა, და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღუაჲ და ჴმელი, უდაბნოჲ და შენი მარადის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:45-53 — ქრისტეს სიკვდილი და სასწაულები:

45-49. ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა. - დაბნელება ბუნებრივი წესის მიხედვით არ მომხდარა,როგორც მაგალითად, ეს ბუნებრივად ხდება მზის დაბნელებისას. მთვარის მე-14 დღეს დაბნელება მზისა არ შეიძლება მოხდეს, რადგან მისი დაბნელება მთვარის ე. წ. დაბადებას უკავშირდება, როცა მზე ბუნებრივად ბნელდება. რამდენადაც ჯვარცმისას, რომელიც ებრაელთა პასექის დროს მოხდა, მთვარე უეჭველად თოთხმეტი დღისა უნდა ყოფილიყო, ამდენად დაბნელება ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. ამასთან, ეს დაბნელება საყოველთაო იყო და არა ნაწილობრივი, როგორც ამას ეგვიპტეში ჰქონდა ადგილი, რათა ეჩვენებინა, რომ დაბადებული დამბადებლის ტანჯვას თანაუგრძნობს (იზიარებს)...

სრულად ნახვა
სიტყვა დიდ-პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე? (მათე, 27, 46).

დღეს თვალნი ყოველთა ქრისტიანეთანი მიქცეულ არიან გოლგოთის მთისკენ და გულნი მორწმუნეთანი აღსავსე მით, რაიცა მოხდა მას ზედა. მივაქციოთ ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, თვალნი იმ მთისკენ, საიდამაც ისმის საშინელი ესე ხმა მწუხარებისა; ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე? რას და ვის დავინახავთ ჩვენ იქა? დავინახავთ უფალსა იესო ქრისტესა; ა) უღრმესსა, საშინელსა დამდაბლებასა და შეურაცხყოფასა შინა. შეხედეთ: უფალი ჩვენი და მაცხოვარი ჩამოკიდებულია ჯვარზე. ვინ იყო უმახლობელესი მიზეზი ამისა? მისი საკუთარი მოწაფე. იუდამ გასცა იგი! მტერიც არ უნდა გამოიმეტოს კაცმა ამ სახით, და აქ საკუთარი მოწაფე და მოციქული, ახალ ნაზიარები ხელისაგან უფლისა ამბორის ყოფით გასცემს მას! ბ) მაცხოვარი ჰკიდია ჯვარზე, დატოვებული, დაგდებული ყოველთა თვისთა უმახლობელესთა მოციქულთა და მოწაფეთაგან. რაც გინდა ღარიბი და საწყალი იყოს ქვეყანაზე კაცი, როდესაც ჩავარდება რაიმე უბედურებაში , იგი ყოველთვის მოიპოვებს ერთს, ან ორს მეგობარსა ანუ მონათესავესა, რომელნი ნუგეშინის სცემენ მას, ეზიარებიან მისსა მწუხარებასა....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...სმცა სულნი ჯოჯოხეთს შეყენებულნი, არამედ საკჳრველად ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ: „ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ;

ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა ეშმაკი კუალად იჭუეულ იქმნას, და რომლისაგან ძრწოდა და იტყოდა, ვითარმედ: ღმერთი არს, შეჰრაცხოს კაცად უძლურად და არა ივლტოდის ამის ჴმისაგან. სცთა ყოვლადბოროტი იგი და კუალად ვითარცა კაცსა მოუჴდა. მაშინ სრულიად დაეკუეთა და წარწყმდა.

რამეთუ მიიღო რაჲ უფალმან სასუმელი სიკუდილისაჲ, და უგუმირეს ლახურითა გუერდსა მას ცხოელსმყოფელსა, რომლისაგან გარდამოჴდა სისხლი და წყალი (რაჲთა ვითარცა პირველ შემოვიდა საცთური დედაკაცისა მისგან, ადამის გუერდით დაბადებულისაჲთ, ეგრეთვე გუერდისაგან მეორისა ადამისა გამოჴდეს ცხორებაჲ და საჴსარი პირველისაჲ მის, რამე-თუ სისხლი იგი საჴსარი იყო, ხოლო წყალი - განსაწმედელი), მაშინ წარწყმდა სრულიად მტერი იგი ბოროტი; რამეთუ მოკუდა უფალი ბუნებითა მით კაცობრივითა, და ეშმაკი წარმოიტყუენა და მკუდარ იქმნა. ჰგონებდა, რაჲთა ეუფლოს, ვითარცა კაცსა, და შე...

სრულად ნახვა