მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:4

3. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.5. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 3
4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა“ (3,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ რომელიმე წინაწარმეტყუელთა თქუეს და რომელიმე მახარებელთა დაუტევეს თქუმად. ამისთჳსცა მათე წინაწარმეტყუელისაცა თქუმული აღწერა და თჳსიცა შეჰმატნა, რამეთუ არა უჴმარ იყო სახისაცა და წესისა მართლისა მის თქუმად, რაჲთა ვცნათ მოთმინებაჲ იგი მოღუაწებისა მისისაჲ და ცხორებაჲ ანგელოზებრივი, რომელი მოიგო მან ჴორცთა შინა. ამისთჳსცა ჰურიანი მოიზიდნა შემოკრებად და სმენად სიტყუათა მისთა, რამეთუ ხედვიდეს მის თანა წესსა მას ელიაჲსსა და ჴსენებაჲ საქმეთა მის ნეტარისათაჲ განცხადებულად იხილვებოდა ამას თანა; და უფროჲსღა უმეტესად განსაკჳრვებელ იყო ესე, რამეთუ ელია ქალაქთაცა შევიდოდა და სახლად ვიეთთამე მივიდოდა, ხოლო ესე ყოვლი-თურთ უდაბნოთა დაემკჳდრა სიჩჩოჲთგან. და ნანდჳლვე ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა წინამორბედი დამჴსნელისაჲ მის ყოველთა მათ ძუელთა საქმეთაჲსა, სასჯელისა მის და განჩინებისა, რომელ დაედვა კაცთა ზედა, ესე იგი არს: შრომისა მის და წყევისაჲ, მწუხარებისა მის და რუდუნებისა, ურვისა მის და ოფლით პურის-ჭამისაჲ, უზეშთაეს იყოს სასჯელისა მის, განთავისუფლებულ მისგან, და აქუნდეს მას სახე მოცემადისა მის ქრისტეს მიერ ნიჭისაჲ. ამისთჳს არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:4 — წინამორბედის გარეგნობა და საკვები:

4. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა. - წინამორბედი სინანულისაკენ თავისი გარეგნობითაც მოუწოდებდა, რადგანაც სამგლოვიარო სამოსი ეცვა. ამბობენ, რომ აქლემი წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორისაა; როგორც მცოხნელი, იგი წმინდაა, ხოლო როგორც ჩლიქგაუყოფელი - უწმინდური. რადგანაც იოვანეს წმინდად მიჩნეული იუდეველი ხალხიცა და უწმინდური წარმართებიც ღმერთთან მიჰყავდა და ძველსა და ახალ აღთქმას შორის შუამავალი იყო, აქლემის ბეწვის სამოსელს ამიტომაც ატარებდა.

და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა. - წმინდა წერილში ყველა წმინდანი სარტყლითაა წარმოდგენილი, ან ვითარცა მუდმივ ჯაფაში მყოფნი, რადგან უზრუნველნი და ნებიერნი სარტყელებს არ ირტყამენ, როგორც, მაგალითად, ახლა სარაცინები, ან კიდევ იმის გამო, რომ თავიანთ თავში ხორციელ გულისთქმათა ვნებანი ჩაკლეს, რადგანაც ტყავი ნაწილია მკვდარი ცხოველისა.

ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. - ზოგნი ამბობენ "მკალი" ბალახიაო, რომელსაც მელაგრასაც უწოდებენ, ხოლო ზოგიერთები მასში კაკალს ან ველურ ნაყოფებს გულისხმობენ. ველური თაფლი კი ის თაფლია, რომელსაც გარეული ფუტკრები ამზადებენ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...ედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.

ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კაცნი, არამედ მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთამცა ჰკითხეს, თუ: „შენ ვინ ხარ?“ რამეთუ არა თუ უცნაური კაცი იყო, არამედ შობაჲცა მისი ყოველთა მიერ იქმნა საცნაურ, ვიდრემდე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე?“ და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ უმეცარ იყვნეს, თუ ვინ არს, არამედ მისთჳს ჰკითხვიდეს, თუ რომელ პირველ ვთქუ.

ისმინე უკუე ნეტარისა იოვანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა...

სრულად ნახვა