თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა ღმრთისა მიერ დაფარულნიცა გულისა მათისანი და რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა კმა არს თქუენდა მოსლვაჲ ესე ნათლის-ღებად სივლტოლად რისხვისა მისგან, არამედ უკუეთუ ჭეშმარიტად სივლტოლაჲ გნებავს, ნუღარა მიაქცევთ უკეთურებისავე თქუენისა, არამედ ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა და ნათლის-ღებისა მის, რომელსა ვქადაგებ, რამეთუ არა მსგავს არს აწინდელი ესე ძუელსა მას, რომლისათჳს წინაწარმეტყუელნი გეტყოდეს, არამედ ფრიად უაღრეს და უზეშთაეს არს აწინდელი ესე, რამეთუ ესერა თავადი უფალი მოვალს, თავადი მეუფე დიდებისაჲ, და მიუწოდს ზეცას მორწმუნეთა მის-თა და სასუფეველსა მას საუკუნესა მიანიჭებს. ამისთჳსცა სიტყუასა მას გეჰენიისასა და სხუათა მათ სატანჯველთასა წინაგიყოფ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ კეთილნიცა იგი მომავალნი და რისხვაჲცა იგი დაუსრულებელ და უკუდავ არიან. აწ უკუე ნუ პირველსავე უკეთურებასა მიიქცევით, ნუცა ჩუეულებისაებრ თქუენისა მიზეზთა მათ ცუდთა მოიპოებთ და იქადთ შვილებისათჳს აბრაჰამისა, ისაკ და იაკობისა. ამას ეტყოდა, რამეთუ მაშინდელთა გონებათა მათთა ხედვიდა და მომავალიცა უწყოდა წინაწარმეტყუელებით, ვითარ-იგი...
სახარებაჲ მათესი 3:8
7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. - ფარისეველი ითარგმნება როგორც "გამოყოფილი", რადგანაცც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდნენ. და სადუკეველნი. - ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც "მართაღნი", რადგანაც "სედეკი" სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს "მართლებს" ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათღის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ. - რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ, ამიტომაც საყვედურობს მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? - იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება: "ვინ გიჩუენა"-ო. წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება. მერმისა მისგან რისხვისა. -...
...სათა და სახეთა მოძღურებისათა იტყოდეს. და აწ იხილე, ვითარ ერთ არს ძალი სიტყუათა მათ ესაია წინაწარმეტყუელისაჲ და იოვანე ნათლისმცემელისათაჲ; ესაია იტყჳს, ვითარმედ: „ესრეთ ღაღად-ყოს ჴმამან მან ღაღადებისამან: განმზადენით გზანი უფლისანი, წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“. ხოლო იოვანე იტყოდა: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“. და ორთავე ამათ სიტყუათა ძალი ერთ არს, რამეთუ ესე არს განმზადებაჲ გზათა უფლისათა, ქმნაჲ ნაყოფთა მათ სინანულისა-თა; და ამისთჳს მოვიდა, ვითარცა ზემო ვთქუ, და ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, და ვითარცა იგი თავადი ღაღადებს, რაჲთა წინარბიოდის და განმზადებდეს სულთა მათ, რომელთა ეგულებოდა შეწყნარებად უფალი, არა თუმცა ნიჭი იგი ცოდვათა მოტევებისაჲ მიანიჭა, ვითარცა ღმრთისმეტყუელიცა იოვანე იტყჳს: „რაჲთა წამოსო ნათლისა მისთჳს, და რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან“. და კუალად ლუკა მახარებელი შემდგომსაცა ამას ესაიას წინაწარმეტყუელებისასა წარმოიტყჳს: „ყოველი ჴევნები აღმოივსოსო, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოარებაჲ ღმრთისაჲ“. ;